სამართალი
კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც მთავარმა მაკონტროლებელმა ორგანომ პარლამენტს წარუდგინდა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა.
ამას გარდა, კონტროლის პალატა ხაზს უსვამს, რომ რიგ შემთხვევებში საჯარო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო, არ ხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოს შერჩევითი საკონტროლო აზომვების შედეგად კი გამოვლინდა ზედმეტად ნაჩვენები შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება.