პუბლიკაციები
საქინფორმი მეორედ ეკითხება სუს-ს: „ქართველი ბოევიკების გადამბირებელი და უკრაინაში გამგზავნი თბილისის საკოორდინაციო შტაბი“ - ფეიკია თუ რეალობა?

     ღია წერილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს

     ბატონო გრიგოლ!

   მოგეხსენებათ, სსსრ-ის კგბ სსრკ-ის კგბ-ს სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო, რაც მის საქმიანობას გარკვეულწილად ზღუდავდა, განსაკუთრებით ეს ეხებოდა პირველ განყოფილებას - საგარეო დაზვერვას. დაზვერვა რუსეთის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, რა თქმა უნდა, გამორიცხული იყო, ხოლო სადაზვერვო ოპერაციები საზღვარგარეთ, ნიჭიერი ქართველი ჩეკისტების მონაწილეობით, იგეგმებოდა, ფინანსდებოდა და ხორციელდებოდა მოსკოვის ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელობით.

   დღეს თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს სუს-ი სრულიად მოკლებულია საგარეო დაზვერვის ფუნქციებს, რომელიც გამოყოფილია ცალკე უწყებად და ასრულებს საკმაოდ სიმბოლურ ფუნქციას, როგორც მაგალითად, აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში. საქართველო ხომ მხოლოდ ნომინალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს - აშშ-თან მას აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, ევროკავშირთან - ასოცირების ხელშეკრულება და ნატოსთან მთელი რიგი პროგრამები, საქართველოს კონსტიტუციაში კი დაფიქსირებულია საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად, საგარეო დაზვერვის ფუნქციები კვლავ დელეგირებულია, ამჯერად დასავლეთისთვის, და თანაც - მთლიანად. შესაბამისად, დაზვერვა "სტრატეგიული მოკავშირეების" ქვეყნებში - აშშ-სა და ევროპაში - გამორიცხულია, ხოლო რუსეთსა და ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში ხორციელდება დასავლეთის მიერ ქართველი მზვერავების მონაწილეობის გარეშე, რომლებსაც ამ მიმართულებით საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

   სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც სსრკ-ს დროს და არც დღეს საქართველოს არ ჰქონდა და არ აქვს მატერიალური და სხვა საბაზო შესაძლებლობები დამოუკიდებლად განახორციელოს სადაზვერვო საქმიანობა/შეინახოს დაზვერვის ქსელი საზღვარგარეთ, თანაც, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური, როგორ უკვე აღვნიშნე, დასავლელი კურატორების ინსტრუქციების მიხედვით, დიდი ხანია ცალკე სტრუქტურად გამოიყოფა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს (იმედი მაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება სუს-ის სისტემაში). ჩვენი დასავლელი „პარტნიორების“ სტილია დაყონ, რათა უკეთ მართონ: მაგალითად, რისთვისაა საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, განა შსს და სუს-ი საკმარისი არ არის? რატომ აქვს ამ სამსახურს წვდომა გამოძიებაზე, სპეცსამსახურების სხვადასხვა ფუნქციებსა და მონაცემთა ბაზებზე? ან რაში გვჭირდება საქართველოში ომბუდსმენი, როცა არსებობს სასამართლო, პროკურატურა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი? რა მიზნით ხდება ტრადიციული სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირება ხელოვნურად შექმნილ ინსტიტუტებზე, რომლებიც მთლიანად ექვემდებარებიან დასავლეთის საელჩოებს/წარმომადგენლობებს და ვაშინგტონისა და ბრიუსელის დოტაციაზე იმყოფებიან?

   თუმცა, ეს ცალკე განხილვის თემა და ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემაა, რომელიც ჩემზე და თქვენზე არ არის დამოკიდებული, ბატონო გრიგოლ. სამაგიეროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არავინ უშლის კონტრდაზვერვის ფუნქციების შესრულებას, ასე არაა? დიახ, დასავლური სპეცსამსახურების და გავლენის აგენტები საქართველოში იმდენად მრავალრიცხოვანია, იმდენად საჯაროდ ახორციელებენ თავიანთ ძირგამომთხვრელ საქმიანობას, რომ სუს-ს აქ არაფერი ესაქმება - ტელეკომპანიები „მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“ და რიგი სხვა დიდი მედიასაშუალება, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციაები და სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე შექმნილი რადიკალური ოპოზიცია, ასევე დასავლური დიპკორპუსის თანამშრომლები თავს კანონზე მაღლა მდგომ, საქართველოს ნამდვილ ბატონ-პატრონებად მიიჩნევენ. თუმცა, როცა საქმე ეხება დივერსიების, საბოტაჟისა და პროვოკაციების მომზადებას, ვინ უშლის ხელს სუს-ს აღკვეთოს მათი საქმიანობა?

   მიმდინარე 2022 წლის 15 აპრილს საქინფორმი ვალდებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება ოპერატიულად მიექცია წინა დღეს - 14 აპრილს გამოქვეყნებული პუბლიკაციისთვის - საქართველოში "ქართველი ბოევიკების შემკრები და უკრაინაში გაგზავნი თბილისის საკოორდინაციო შტაბისსავარაუდო არსებობის შესახებ. ი როგორ გამოიყურებოდა საქინფორმის პუბლიკაცია ჩვენი საიტის ქართულ და რუსულ ვერსიებში.

«არსებობს თუ არა ქართველი ბოევიკების უკრაინაში გასამგზავრებელი „თბილისის საკოორდინაციო შტაბი“? - საქინფორმი სუს-ს ეკითხება

საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. იუწყება Telegram-არხის ჯგუფი «უკრაინის ომის დანაშაულებათა კადრები. Архив военных преступлений на Украине / Archive of war crimes in Ukraine» https://t.me/Facktwar:

   „საინტერესო ინფორმაცია კვლავ მოდის ჩემი ჯაშუშებისგან. თებერვლის ბოლოს ქ. თბილისში შეიქმნა „თბილისის საკოორდინაციო შტაბი“ ქართველი მებრძოლების შეკრებისა და უკრაინაში გაგზავნის მიზნით.

შტაბი შედგება 14 თანამშრომლისგან:

სირაძე ანა ნიკოლოზის ასული
ქუმსიშვილი მიხეილ ბესარიონის ძე
ყეინაშვილი დემურ ვიტალის ძე
რაჭველიშვილი ოთარ მამუკას ძე
გიორგაშვილი გურამ კახას ძე
ტყეშელაშვილი ირაკლი ამირანის ძე
ხურცილავა ბორის თენგიზის ძე
მამულაშვილი ვახტანგ ვახტანგის ძე
ფოცხვერაშვილი თათია გიორგის ასული
კურკუმული ლოლა რევაზის ასული
ჩოხელი შმაგი თემურის ძე
გაგნიძე ბონდო დავითის ძე
ქიმაძე დავით გოდერძის ძე
გიგაური ზურაბ თეიმურაზის ძე

შტაბის წარმომადგენლები სარგებლობენ ტელეფონის ნომრებით: +995557533826 +995557537489 +995557645000 +995558565789,

ასევე საბანკო ანგარიშით „GE64TB771064506000“

პოლონეთის ტერიტორიაზე, ქოქოლაძე ჯონი გივის ძე, რომელიც იყენებს ტელეფონის ნომერს +48512821239, პასუხისმგებელია უკრაინაში გამგზავრების მსურველი ქართველი ბოევიკების შეგროვებასა და თანხლებაზე საერთაშორისო საგუშაგომდე „შენგენი-მედიკა“. ასევე, ქართველებს დახმარებას უწევს უკრაინის მოქალაქე იავანსკი ანდრეი ვიქტორის ძე, რომელიც სარგებლობს ტელეფონით +380934908936, ელექტრონული ფოსტის მისამართია ukr.international.legion@gmail.com

რფ-ის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებთან ბრძოლებში უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები: ბაკურიძე ლევან დიმიტრის ძე, გოგნაძე მიხეილი, იზორია ვალიკო აზიკოევის ძე, მაჩიტიძე.

   საქინფორმმა სცადა დაკავშირება ზემოაღნიშნულ ნომრებთანპირველი ორი იყო გასული მომსახურების ზონიდანმომდევნო ორზე უპასუხა ახალგაზრდა ქალის ხმამრომელმაც არ დაადასტურა კავშირი შტაბთანსაქინფორმს აღარ დაურეკავს საერთაშორისო მეხუთე და მეექვსე ნომრებზეასევე საქინფორმს არ მიუწერია ელექტრონული ფოსტის მისამართებზეშესაბამისადსაქინფორმი ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ზემოაღნიშნულ ინფორმაციასრომელიც უნდა გადაამოწმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმამათ შორისმითითებული საბანკო ანგარიშიც.

საქინფორმი მიიჩნევსრომ თუ ინფორმაცია არ დადასტურდაეს არის პროვოკაცია და კონკრეტული მოქალაქეების უფლებების დარღვევაასეთების არსებობის შემთხვევაში - ბოლო ორ ნომერზე ხომ უპასუხა გაკვირვებულმა ახალგაზრდა გოგონამდა თუ ინფორმაცია დადასტურდა...

ყველა შემთხვევაში საქინფორმი მზადაა გამოაქვეყნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ამ საკითხზეასეთის არსებობის შემთხვევაში

«СУЩЕСТВУЕТ ЛИ «ТБИЛИССКОЙ КООРДИНАЦИОННЫЙ ШТАБ» ПО ОТПРАВКЕ ГРУЗИНСКИХ БОЕВИКОВ НА УКРАИНУ? - ГРУЗИНФОРМ СПРАШИВАЕТ СГБ ГРУЗИИ

Грузия, 15 апреля, ГРУЗИНФОРМ. Сообщает Telegram-канал - группа «უკრაინის ომის დანაშაულებათა კადრები. Архив военных преступлений на Украине / Archive of war crimes in Ukraine» https://t.me/Facktwar:

   «От моих шпионов продолжает поступать интересная информация. В конце февраля в г. Тбилиси был создан “Тбилисский координационный штаб” по набору и отправки грузинских боевиков на Украину.

В состав штаба входят 14 сотрудников:

Сирадзе Ана Николозовна
Кумсишвили Михаил Бесарионович
Кеинашвили Демур Витальевич
Рачвелишвили Отар Мамукович
Гиоргашвили Гурам Кахаевич
Ткешелашвили Иракли Амиранович
Хурцилава Борис Тенгизович
Мамулашвили Вахтанг Вахтангович
Поцхверашвили Татия Георгиевна
Куркумули Лола Ревазовна
Чохели Шмаги Темурович
Гагнидзе Бондо Давидович
Кимадзе Давид Годердзиевич
Гигаури Зураб Теймуразович

Представители штаба используют телефонные номера: +995557533826 +995557537489 +995557645000 +995558565789,

а также банковский счет “GE64TB771064506000”

На территории Польши за сбор и сопровождение грузинских боевиков, желающих ехать на Украину, до международного пункта пропуска “Шегени-Медика” отвечает Коколадзе Джони Гивиевич, использующий телефон +48512821239. Также содействие грузинам оказывает гражданин Украины Яванський Андрей Викторович, который использует телефон +380934908936, адрес электронной почты ukr.international.legion@gmail.com

В боях с солдатами ВС РФ непосредственно принимали участие граждане Грузии: Бакуридзе Леван Дмитриевич, Гогнадзе Михаил, Изория Валико Азикоевич, Мачитидз».

ГРУЗИНФОРМ попытался связаться по вышеуказанным номерам: первые два оказались вне зоны доступа, по следующим двум ответил молодой женский голос, который не подтвердил связь со Штабом. По пятому и шестому номерам, международным, ГРУЗИНФОРМ звонить не стал, также ГРУЗИНФОРМ не стал писать на адреса электронной почты. Поэтому ГРУЗИНФОРМ не может ни подтвердить, ни отрицать вышеприведённую информацию, которую должна проверить Служба государственный безопасности Грузии, в том числе - указанный банковский счёт.

ГРУЗИНФОРМ считает, что если информация не подтвердиться, это является провокацией и нарушением прав конкретных граждан, если такие существуют - ведь на два номера ответила удивлённая молодая девушка?! А если информация подтвердиться, то…

Во всех случаях, ГРУЗИНФОРМ готов опубликовать заявление СГБ по этому поводу, если таковое будет сделано.»

გარდა ამისა, საქინფორმმა გამოაქვეყნა აღნიშნული პუბლიკაციის სქრინშოტი (იხ. ქვემოთ).

 

 

საქინფორმს სუს-სგან პასუხი არ მიუღია, სუს-ს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება ამის ტაობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა, 16 აპრილს ხომ ეს პუბლიკაცია (როგორც ირწმუნებიან - რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტისა) სხვა პოპულარულ რესურსებსა და სოქსელებშიც გამოჩნდა, მაგალითად, «Гражданин Донбасса»-ს გვერდზე Livejournal.com «Следком РФ докладывает…» -ზე, იმავე სახელწოდებით vk.com-ის გვერდზე «ДОНЕЦКАЯ РЕСПУБЛИКА» «ВКонтакте».

   ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ომის პირველ დღეებში თვითმფრინავის დათმობაზე მოხალისეებისთვის დონბასში გასაგზავნად და უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მიუხედავად დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლისა, მაშინ რატომ არ აღკვეთს საქართველოს ხელისუფლება დედაქალაქში გადასაბირებელი პუნქტის საქმიანობას? და თუ ეს ფეიკია, რატომ არ დაიწყება გამოძიება იმ პროვოკატორების გამომჟღავნების მიზნით, რომლებსაც სურთ ახალი რუსულ-ქართული კონფლიქტის პროვოცირება?

ბატონო გრიგოლ!

გეცოდინებათ, რომ „მთავარი არხისა“ და სხვა ანგაჟირებული სკანდალური მედიისგან განსხვავებით, საქინფორმისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინდივიდის უფლებები და ღირსების დაცვა, განურჩევლად მისი პოლიტიკური, სოციალური, სექსუალური თუ რელიგიური ორიენტაციისა. საქინფორმს მომართა ლოლა რევაზის ასულმა კურკუმულმა, რომელიც „შტაბის 14 თანამშრომელს შორის“ იყო მოხსენიებული, რადგან, როგორც ის აცხადებს, საქართველოს სხვა მოქალაქე იმავე სახელით, გვარითა და მამის სახელით არ არსებობს. აი რას წერს ქალბატონი ლოლა:

«მოგესალმებით,

სრულიად შემთხვევით ჩემი თავი აღმოვაჩინე "საქინფორმის" ვებ.გვერდზე. 

http://gruzinform.ge/news/54721/arsebobs+Tu+ara+qarTveli+boevikebis+ukrainashi+gasamgzavrebeli+%E2%80%9ETbilisis+sakoordinacio+shtabi%E2%80%9C%3F+-+saqinformi+sus-s+ekiTxeba+.html

განცხადებაში საუბარია, რომ თითქოს ქ. თბილისში შეიქმნა „თბილისის საკოორდინაციო შტაბი“ ქართველი მებრძოლების შეკრებისა და უკრაინაში გაგზავნის მიზნით.

შტაბი შედგება 14 თანამშრომლისგან, სადაც ერთერთად დასახელებულია კურკუმული ლოლა რევაზის ასული, ასეთი პირი ამ გვარის ხალხში ვარ მხოლოდ მე.

ინფორმაცია ახლოსაც კი არ გახლავთ რეალობასთან. მე ვარ ადვოკატი. მაქვს ჩემი მოსაზრება სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ არასოდეს არ ვყოფილვარ ჩართული მსგავსი ტიპის აქტივობებში. 

გთხოვთ შეიტანოთ ცვლილება საინფორმაციო განცხადებაში და ასევე გთხოვთ განმარტოთ რომ შეცდომით მოხვდა ჩემი სახელი და გვარი ამ სიაში. 

 ასევე გთხოვთ მაცნობოთ რა წყაროს დაერდნო კომპანია, როცა ეს სია გამოაქვეყნა. 

გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ გამოქვეყნებამდე ვალდებული იყავით და გქონდათ კიდეც ამის შესაძლებლობა ინფორმაციის ნამდვილობა გადაგემოწმებინათ. ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია იძებნება ინტერნეტში, ასევე შეგეძლოთ მიგემართათ ადვოკატთა ასოციაციისთვის. სადაც ვარ დასაქმებული და ეს ინფორმაციაც საჯაროა. 

ზემოხსენებული მცდარი ინფორმაცია ჩემს შესახებ, ლახავს ჩემს რეპუტაციას, ჩემს უფლებებს. 

გთხოვთ მიპასუხოთ და დროულად დააკმაყოფილოთ ჩემი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ შესაბამის ორგანოებს.

ლოლა კურკუმული

+995555569600».

   მე პირადად დავუკავშირდი ქალბატონ ლოლას მითითებულ ტელეფონის ნომერზე და, ჩემი ადამიანებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებისა და ანალიტიკური უნარების გათვალისწინებით, მისი გულწრფელი ტონი საშუალებას მაძლევს დავასკვნა, რომ ის ნამდვილად აღშფოთებულია ამ სიაში მისი სახელის მოხსენიებით. ქალბატონი ლოლა არის წარმატებული ადვოკატი სოლიდური ბექგრაუნდით და პედაგოგი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იურიდიული კომპანიის, სადაც სტაჟირებას გადიან ახალგაზრდა იურისტები, უკავია ხელმძღვანელი თანამდებობა - კომიტეტის თავმჯდომარისა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის უკრაინის მხარდამჭერია, როგორც ამას მისი Facebook-გვერდიც მოწმობს, არ აქვს საბაბი, მოიპოვოს საეჭვო პოლიტიკური რეპუტაცია და ფარული მოტივები, წამოიწყოს უპერსპექტივო სასამართლო დავა საქინფორმთან.

საქინფორმის პუბლიკაცია გადაბეჭდილია და მითითებულია წყაროც, ხოლო რაც შეეხება სათაურს, წინასიტყვაობასა და რეზიუმეს, რომლებიც მიუთითებს ჩვენი სააგენტოს რედაქციის პოზიციაზე, ისინი არა მხოლოდ ნეიტრალურია, არამედ იხრება იქითკენ, რომ ეს ფეიკი და პროვოკაციაა. საქინფორმი არ იყო ვალდებული და არ ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა "შტაბის 14-ვე წევრის" ვინაობა და კონტაქტები, შემდეგ კი მათთვის დაერეკა სულელური კითხვით - "უკრაინისთვის დაქირავებულებს იბირებთ?" ამიტომაც საქინფორმმა ამისთვის სუს-ს მიმართა. მაგრამ აღელვებულ ქალბატონ ლოლას ვპატიობთ უსაფუძვლო პრეტენზიებს, რადგან, როგორც ის წერს, „მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკუთარი მოსაზრება პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს საქმიანობაში“. ქალბატონი ლოლა სამართლიანად თვლის, რომ ასეთი საქმიანობა ზიანს აყენებს მის საქმიან რეპუტაციას.

ამიტომ, საქინფორმი, ნახევარი წლის შემდეგ, უკვე მეორედ მიმართავს საქართველოს სუს-ს და ელოდება პასუხს დასმულ კითხვაზე: „თბილისის საკოორდინაციო შტაბი ქართველი ბოევიკების გადაბირებისა და უკრაინაში გაგზავნისთვის“ - ფეიკია თუ რეალობა? და თუ ეს რეალობაა, აქვს თუ არა ამგვარ საქმიანობას კანონიერი საფუძვლები, თუ ეს არის უკრაინის ფარული დახმარება, რისი დამტკიცებაც პუბლიკაციის ავტორებს სურთ? აქვს თუ არა ამასთან რაიმე კავშირი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს და არის თუ არა კურკუმული ლოლა რევაზის ასული ამ შტაბის წევრი, რადგან მის გარდა დანარჩენი 13 წევრისგან არცერთს არ მოუმართავს საქინფორმისთვის?

ველით პასუხს.

პატივისცემით,

არნო ხიდირბეგიშვილი,

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი

2022 წლის 5 სექტემბერი
საქართველო, თბილისი