რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „კიევის სახელმწიფოს“ „ისლამური სახელმწიფოს“ ბედი ეწევა

   პროპაგანდის მიზანი საზოგადოებრივი აზრის შექმნაა. გებელსის სამინისტრო უნერგავდა გერმანელებს, რომ არიელები უმაღლესი რასაა, ხოლო ყველა დანარჩენი ქვეადამიანი, რომელთა დანიშნულება მონური შრომაა. დასავლეთის მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, ადგილობრივი ტელეკომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შთააგონებს ქართველებს, რომ ევროპის ორი ათეული სახელმწიფო და აშშ ცივილიზაციაა, ხოლო რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის, თავად ქართველები - ველურები, რომლებიც "დემოკრატიისკენ" უნდა აიძულონ. დასავლური პროპაგანდის ავანგარდში მათი ელჩები არიან, რომლებმაც დიდი ხანია შეწყვიტეს დიპლომატობა და აგიტატორებად გადაიქცნენ.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ და დღემდე, ქართული და რუსული პოლიტიკური, დიპლომატიური და საზოგადოებრივი ელიტების გულგრილობის, არაპროფესიონალიზმის ან/და გამყიდველობის გამო, დასავლურ პროპაგანდას საქართველოში სათანადო წინააღმდეგობა არ ეწევა (გარდა რამდენიმე მედიისა, რომელსაც მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს ხელისუფლების მხარდაჭერის არარსებობის გამო). შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი, რომ ველური სლავები, რომლებიც ყურებიანი ქუდით დადიან და არაყს პირდაპირ ბოთლიდან სვამენ (ცივი ომის პროპაგანდისტული შტამპი), სხვას არაფერს აკეთებენ, გარდა უცხო მიწების ოკუპაციისა.

   რა არის მიზანმიმართულად შექმნილი საზოგადოებრივი აზრი? ეს არის გააფთრებული ბრბო, რომელიც ქვებით ჩაქოლავს ნებისმიერს, ვისზეც მიუთითებენ - ყველაზე ხშირად იდეალისტებსა და სიმართლის მთქმელებს. ეს არის კოლექტიური წერილები, ხალხის მტრების დახვრეტის და მათი შვილების საზოგადოებიდან მოკვეთის მოთხოვნით. ეს არის ნაცისტური შეკრებები საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რომლებიც მზად არიან შუაზე გაგლიჯონ ყველა, ვინც რუსეთთან მეგობრობაზე სიტყვას იტყვის!

   მაგრამ, მიუხედავად საქართველოში პროდასავლურ პროპაგანდისტული მედიის შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობებისა და დასავლური საელჩოების ღია მხარდაჭერისა, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში ხალხთა მეგობრობა ახსოვს, მიდის და დიდი სამამულო ომის ვეტერანი მხოლოდ რამდენიმე ათეული დარჩა, დასავლური პროპაგანდა საქართველოში კრახს განიცდის. მათ გარდა, ვინც ამ პროპაგანდას ახორციელებს და რადიკალური ოპოზიციიდან რამდენიმე პარტიისა, რომლებიც აშშ-ის საელჩოს დოტაციაზე იმყოფება, ქართველმა ხალხმა არ ცნო რუსები ოკუპანტებად, სტუმართმოყვარედ ხვდება რუს ტურისტებს და რუსეთთან ყოფილი მეგობრობის აღდგენაზე ოცნებობს. უბრალო ქართველს არ სჭირდება პოლიტოლოგობა იმისათვის, რომ გამოთვალოს: ნატომ 2008 წელს არ დაგვიცვა, ისევე როგორც ახლა არ იცავს უკრაინას, რომელსაც მხოლოდ იარაღი მიუგდო, რათა რაც შეიძლება მეტი რუსი დახოცონ სხვისი ხელით! ნატოს, აშშ-და ევროკავშირს რუსეთისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის გამო არანაირი სანქციები არ გამოუცხადებიათ, როგორც ეს ყირიმის და დონბასის გამო გამოცხადეს! ნატომ არ მიგვიღდა MAP-იც კი არ მოგვცა, ხოლო ევროკომისიამ უარი გვტკიცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას მინიჭა. და, მიუხედავად ამ მრავალწლიანი სიცრუისა, დღეს დასავლეთს ეყო თავხედობა ოეთხოვა, რომ დავარტყათ რუსებს აფხაზეთსა და ცხინვალში და გავხსნათ „მეორე ქართული ფრონტი“ უკრაინის დასახმარებლად!

   დიახ, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია კვლავაც იცავენ „უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს“, ამავდროულად, კრიტიკის გარეშე არ ტოვებენ ვაშინგტონისა და ბრიუსელის წარმომადგენლბის არც ერთ განცხადებას, რომელიც სცილდება საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებს. აშშ და ევროპა ყველას თავისი საზომით ზომავს, ამიტომ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ქართველი ხალხი, პრემიერღარიბაშვილი და მმართველი ქართული ოცნებისთავმჯდომარე კობახიძე უარს იტყოდნენ „მეტეხის ხიდზე დაყრილ ხატებზე“ გადასვლას, ანუ მართლმადიდებლური სარწმუნოების, წინაპრების ხსოვნისა და ეროვნული ინტერესების შებილწვაზე! ზომიერების გრძნობამ აშკარად უღალატა "საქართველოს მეგობრების" დასავლურ კოლექტივს და ისინი უფრო შორს წავიდნენ, შეულახეს ქართველებს თავმოყვარეობა, რაც პურზე მნიშვნელოვანია! სააკაშვილის ოდესღაც მრავალრიცხოვანი მმართველი „ნაცისტური მოძრაობა“ და მისი სატელიტები გადაშენების პირას არიან და როგორც კი გრანტები შეუწყდებათ, "სამოქალაქო სექტორიც", რომელიც ძირითადად ლგბტ-თემით არის დაკომპლექტებული, ტელეეკრანებიდან გაქრება.

   “მეორდება ისტორია! - წერს საქინფორმის მუდმივი მკითხველი მაია გაბრიჩიძე ფეისბუქის კომენტარში, - მეორე მსოფლიო ომის დროსაც მთელი ევროპა ჰიტლერის მომხრე იყო და ერთად ცდილობდნენ რუსეთის გაგუდვას და რუკიდან წაშლას! გენიალურმა სტალინმა დაამარცხა მაშინ ფაშიზმი და ნაციზმი და იხსნა კაცობრიობა! ქართველთ და რუსთმოძულე ხრუშოვმა აჩუქა ასიათასობით რუსი ჯარისკაცით გაპოხილი ყირიმის მიწა ყკრაინას, გააძლიერა ბანდერას მომხრეები! დღეს რუსეთი იბრძვის ნაციზმის და ფაშიზმის წინააღმდეგ!.

დავაზუსტებ მკითხველის სიტყვებს: როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ევროპა ჰიტლერის მხარეზე იყო (და აჭიანურებდა „მეორე ფრონტის“ გახსნას მანამ, სანამ დიადი გამარჯვება უკვე გარდაუვალი არ გახდა!), ნიშნავს, რომ „მთელი ევროპა იყო რუსების, ქართველების და სსრკ-ყველა ხალხის წინააღმდეგ. მთელი ევროპა ამარაგებდა ჰიტლერს იარაღით და ცოცხალი ძალით, რომელიც იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოდან 700 000 მებრძოლის წინააღმდეგ. და დღეს მთელი ევროპა არის რუსების წინააღმდეგ და ასევე ქართველების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი თქვეს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რისთვისაც უნდათ, რომ დასაჯონ - სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხონ ხელისუფლება და დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში!

   გამეორდება „ისლამური სახელმწიფოს“ ისტორიაც, რომელიც აშშ-მა შექმნა, იარაღითა და ფულით მომარაგა, სანამ ის ამერიკელებ არ დაემუქრა. იგივე დაემართება "კიევის სახელმწიფოსაც" - ბოტასებიანმა და მაისურებიანმა მაწანწალებმა, რომლებიც იარაღის ახალ-ახალ პარტიას ითხოვენ, უკვე თავი მოაბეზრეს შანტაჟით და სარგებელიმათგან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზიანი. მათ არ დახოცავთ იმდენი რუსი, რომ ევროპის ეკონომიკაგლობალური პრობლემებად უღირდეს! და როდესაც დასავლეთი მიატოვებს უკრაინელ ტერორისტებს, როგორც მიატოვა ISIS, ათვლა საათებზე დაიწყება... კიევის რეჟიმი არასოდეს გახდება სახელმწიფო, ისევე როგორც ISIS არ იქცა სახელმწიფოდ, რადგან სახელმწიფოს არ შეუძლია მხოლოდ ხოცვა, ტერორისტებმა კი სხვა რაფერი იციან.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 1 სექტემბერი
საქართველო, თბილისი