რელიგია
გარეგინ II საქართველოში ეკლესიებს შორის ამ დრომდე გადაუწყვეტელი სიძნელეების დასაძლევად ჩამოვიდა

samebis_tadzari5როგორც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში სტუმრობისას განაცხადა, „მისი საქართველოში ვიზიტის დროს საჭიროა, დაძლეულ იქნეს სიძნელეები და გადაუწყვეტელ საკითხებზე პასუხი მოიძებნოს“.

სომხეთის კათოლიკოსმა 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ორივე ქვეყნისთვის მშვიდობა ისურვა.

სამებაში სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე, წმინდა სინოდის წევრები დახვდნენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ „გარეგინ II ვიზიტი ქართველთა და სომეხთა ისტორიული ძმური ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყობს ხელს“. ამასთან, უწმიდესმა აღნიშნა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს.