საზოგადოება
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიწყო შეხვედრები რეგიონულ კომიტეტებთან. პირველი ჯგუფი თემურ შაშიაშვილისა და ელიზბარ ჯაველიძის შემადგენლობით აჭარაში მიემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეებში ბათუმში ადვოკატ ეკა ბესელიას ინიციატივით იმუშავებს ადვოკატთა რვაკაციანი ჯგუფი.
როგორც საბჭოს წევრებს, ისე ადვოკატებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ პარტიებთან.
აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები რეგიონული კომიტეტების წევრებთან ერთად განიხილავენ დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანის კონკრეტულ წინადადებებს.