პუბლიკაციები
რუსულმა არმიამ ქართველების აფხაზი და ოსი „ძმები“ იხსნა - ხიდირბეგიშვილი

     დღეს, 2022 წლის 14 აგვისტოს, 30 წელი შესრულდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან, ხოლო გასულ ორშაბათს, 2022 წლის 8 აგვისტოს, 14 წელი - სამხრეთ ოსეთში 5-დღიანი ომის დაწყებიდან. აგვისტოს ორი ტრაგედია, რომლებსაც ერთი კვირა ჰყოფს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამოისობით მოხდა, თუმცა პრეზიდენტებს შევარდნაძესა და სააკაშვილს ომამდე რამდენიმე ბრწყინვალე ვარიანტი ჰქონდათ არა მხოლოდ თბილისის იურისდიქციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების, არამედ ამისთვის რუსეთისგან სხვადასხვა დივიდენდების მიღების - პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული, ჰუმანიტარული.

დღეს ქართველები და საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს "ძმებს" უწოდებენ. ამ უკანასკნელთა შორის, ალბათ, ბევრია, ვინც ქართველებს იმავეთი უპასუხებს. მაგრამ თუ ისინი ჩვენთვის ძმები არიან, გამოდის, რომ ქართველები მხოლოდ მადლიერი უნდა იყვნენ რუსების, რომლებმაც იხსნეს მათი ძმები დამნაშავეებისგან, შევარდნაძისდა სააკაშვილის ბრძანებით პროპაგანდით მოჯადოებული ქართველი ჯარისკაცები აფხაზებისა და ოსების დასახოცად რომ გაგზავნეს! უეჭველი სიკვდილისთვის გააგზავნეს ქართველებიც, რადგან მშვენივრად იცოდნენ, რომ რუსეთი აუცილებლად გამოესარჩლებოდა აფხაზებსა და ოსებს, ასევე თავის მშვიდობისმყოფლებს!

   „ჩვენი გენერლები არ მემორჩილებოდნენ, როგორც ელცინარ დაემორჩილნენ მისი გენერლები...“ - მითხრა შევარდნაძემ ტელეფონით ელცინის დაკრძალვის დღეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მისი გენერლები დაემორჩილნენ, ამ ომების შედეგი ერთია: ათასობით მოკლული ჯარისკაცი, ათასობით ქართველი ლტოლვილი და დაკარგული ტერიტორიების 20 პროცენტი...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 14 აგვისტო
საქართველო, თბილისი