უცხოეთი
ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მზად არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს მხოლოდ იმ პირობით, თუ მასში მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს.

„ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და მე არასოდეს ვუთხრი ძირს ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ, შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ... შინაურ ამბებს არ ვახმაურებ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, საომარი სიტუაციის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არაკორექტულად მიაჩნია.

"თუ ის (ზელენსკი) იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე მას ხელს არ შევუშლი, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

interpressnews.ge