რედაქტორისგან
საქართველოში დაპირისპირება რუსებსა და უკრაინელებს შორის ქართველ ნაცისტებს სურთ! - ხიდირბეგიშვილი

      სააკაშვილი იკვეხნიდა, რომ სამი მილიონი რუსი ტურისტი ჩამოიყვანა და მომავალ წელს ხუთი იქნება! საქართველოში რუსებსა და უკრაინელებს შორის, მიგრანტებსა თუ ტურისტებს შორის გაუგებრობა არ არის და არც იქნება. მათ შორის ინციდენტების პროვოცირება სურთ ქართველ ნაცისტებს - ნაცებს რადიკალური ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სამშობლოს ნამდვილ მოღალატეებს, დოლარებზე გაყიდულ დივერსიული ძირგამომთხრელი დავალებებ შემსრულებლებს! - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომელსაც შვებულებების დროს აქტუალური შეკითხვის დასასმელად დავურეკეთ.

- საქართველოში დიდი აჟიოტაჟი ატეხეს - აქაოდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 150 ათასამდე რუსი ჩამოვიდაო! მაგრამ განა ამდენი, ან კიდევ უფრო მეტიარ იყო პანდემიამდე? რატომ ითხოვს ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეებისთვის დაბრკოლებების შექმნას და მათთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას? ნუთუ სერიოზულად სჯერათ, რომ ეს მართლაც საქართველოს ანექსიისდა ოკუპაციის ახალი ფორმაა?

- საბჭოთა საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობდა ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის რუსები, აფხაზები და ოსები. ახლა საქართველოს რეალური მოსახლეობა, ყველაზე სანუკვარი შეფასებით, ორ მილიონ-ნახევარს არ აღემატება, საიდანაც ქართველები მილიონზე ცოტა მეტია. დანარჩენები რუსების კვალდაკვალ რუსეთში და უფრო შორს გაემგზავრნენ. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ორ-ნახევარი მილიონი მიგრანტი რუსეთიდან. რუსები ერთადერთი ერია, რომელიც არ შექმნის დისკომფორტს საქართველოში და არ გამოიწვევს დისბალანსს, ის ორგანულად ინტეგრირდება ქართულ საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო კულტურული ტრადიციები და მართლმადიდებლური ფესვები.

გარდა ამისა, საქართველოს კურორტები საბჭოთა კავშირის დროს იყო საკავშირო მნიშვნელობის კურორტები, ამიტომ დღეს საქართველოს შეუძლია მიიღოს მილიონობით ტურისტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. შორეული საზღვარგარეთიდან - ამდენი არა, რადგან სსრკ-ის ხალხები ფლობდნენ საერთაშორისო კომუნიკაციის ენას - რუსულს და მათთვის მისაღებია ტურისტული სერვისი, ის მომსახურება, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია. დასავლელ ტურისტებს განსხვავებული პირობები სჭირდებათ, განსხვავებული მოთხოვნები აქვთ.

უკაცრავად და თავად სააკაშვილს - რადიკალური ოპოზიციის, ანუ ქართველი ნეონაცისტების გურუს! - საქართველოს პრეზიდენტობისას არაერთხელ დაუკვეხნია, რომ სამი მილიონი რუსი ტურისტი ჩამოიყვანა საქართველოში და მომავალ წელს ხუთი იქნება! მისი ყველა გამოსვლა და პრეზენტაცია ინტერნეტშია, შეგიძლიათ ჰკითხოთ მის ყოფილ საყვარელსაც, ის მაშინ ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო.

   პანიკას განგებ თესავენ, პროვოკაციას ამზადებენ იგივე ნაძირალები, რომლებმაც თავიდან შუღლს აღვივებდნენ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის საქართველოში. არ გამოვიდა, სომხებმა ისინი გააგდეს! შემდეგ იყო მცდელობა ეკლესიების და მონასტრების კუთვნილების თემის გამოყენებით ქართველები აზერბაიჯანელების წინააღმდეგ და ქართველები სომხების წინააღმდეგ აემხედრებინათ. ამ პროვოკაციაში პრეზიდენტი - დასავლეთის გავლენის აგენტი ზურაბიშვილიც მონაწილეობდა. ისევ არ გამოვიდა! შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა, რისთვისაც სააკაშვილი საქართველოში გაგზავნეს, მაგრამ ქართული „მაიდანი“, ანუ მორიგი „ვარდების რევოლუცია“ არ მომხდარა. დასასრულ, ბოლო მცდელობა - უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთმა გასცა ბრძანება, იარაღი და ფული - აქაოდა, წადით, დაიბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ქართველებო! მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელი „კეთილმოსურნეები“ ამხილა და შეარცხვინა!

   რა დარჩა ნაცისტი მესაბოტაჟეების არსენალში?! სწორია, გაიმეორონ პრეზიდენტი -რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ხრიკი, რომელმაც მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დელეგაცია დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით თბილისიდან კინწისკვრით გააძევეს, მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი მტერია!". და ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც პრეზიდენტმა პუტინმა შეიტყო რუსეთის დელეგაციასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ და საპასუხოდ აკრძალა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსკენ, როგორც „რუსებისთვის არაუსაფრთხო ქვეყანაში“.

მაგრამ დღეს ეს ნომერი არ გაუვათ! ქართველები სიახარულით ელოდებიან რუსებს, ქართველები მიიღებენ იაფ რუსულ ბენზინს, რუსეთი მალე გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს და აღადგენს მასთან პირდაპირ ავიამიმოსვლას! ამიტომაც მალე გახვრეტილ გროშსაც არ მივცემ იმ პროვოკატორების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც თავიანთ ბუნაგებში - ბარებსა და ტელეკომპანიებში - რუსოფობიას დათესავენ… საქართველოში რუსებსა და უკრაინელებს შორის, მიგრანტებსა თუ ტურისტებს შორის, არანაირი გაუგებრობა არ არის და არც იქნება. მათ შორის ინციდენტების პროვოცირება სურთ ქართველ ნაცისტებს რადიკალური ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან - დოლარებზე გაყიდულ სამშობლოს ნამდვილ მოღალატეებს, დივერსიულ ძირგამომთხრელ დავალებებს რომ ასრულებენ ქართული სახელმწიფოს დანგრევის მიზნით!

2022 წლის 10 აგვისტო