რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს რუსეთთან დიდი სამუშაო მოელის

   დღეს, 08.08.22., 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, დარწმუნებით შეგვიძლია მოვახდინოთ იმის კონსტატაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების რენესანსი გარდაუვალია, რაც მინდა მივულოცო ყველა წესიერ ადამიანს საქართველოში, რომლებსაც 30-წლიანი ბნელეთის განმავლობაში საკუთარი მრწამსისთვის არ უღალატიათ. ნუ გეშინიარუსებიმოსვლის – გეშინოდეთ მათი წასვლის...“, -განვაცხადე 2007 წელს, როდესაც ბოლო რუსმა ჯარისკაცმა ნაჩქარევად დატოვა საქართველო და მხდალი ქართველი პოლიტისტებლიშმენტი ეიფორიულად ზეიმობდა „დიდი“ სააკაშვილის გამარჯვებას (რომელსაც პუტინმა ამ იძულებით ვადამდელი წასვლისთვის უწოდა „გადამგდები, რომელთანაც არანაირი საქმის დაჭერა არ შეიძლება“). რუსეთი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა თავისი ბაზებით, მაგრამ ისინი უკვე არა ახალციხესა და ბათუმში, არამედ გუდაუთასა და ცხინვალში არიან დისლოცირებული. თუ უწინ რუსული ბაზები მთელ საქართველოს იცავდნენ, ახლა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს იცავენ. აქსიომაა - რუსეთი 2008 წელს არ დაიწყებდა საქართველოს მშვიდობისკენ იძულების სამხედრო სპეცოპერაციას, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები რომ ყოფილიყო. დღეს რუსები კვლავ მოისწრაფვიან საქართველოსკენ, რაც მის მალე აყვავებას ნიშნავს და ღმერთმა ქნას, რომ ტურისტებსა და „IT-“ სპეციალისტებს მოჰყვნენ ფართო პროფილის სპეციალისტები და ბიზნესმენები.

   „პროგრესული“ ქართველი ინტელიგენცია, ილუზორული დამოუკიდებლობის პოსტსაბჭოთა წლებში ამერიკანიზმით რომ ფრონდირებდა და თავი ევროპელად მოჰქონდა, დღეს საჯაროდ ინანიებს ცოდვებს - აქაოდა, 30 წელი ვცდებოდით ამერიკასა და ევროპასთან დაკავშირებით, რომლებიც, თურმე საქართველოს მეგობრები არ ყოფილან, და რომ "დასავლეთი" და "დისიდენტი" მთლად კარგი სიტყვები როდია... ეს აღიარებები ისმის მედიაში, ხოლო პირად საუბრებში ისინი მხურვალედ ნანობენ რუსეთთან კონფლიქტს და სურთ, აღადგინოს მასთან პარტნიორული ურთიერთობა. რაც შეეხება ტრადიციულ ქართვეინტელიგენციას, რომელსაც დიდი დამსახურებები აქვს ხელოვნებასა და მეცნიერებაში, მისი წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთში ემიგრაციაში არ წასულან, არასოდეს დაუკარგავს კავშირი რუსულ სამყაროსთან და რუსეთში ქართულ დიასპორასთან.

   რაც შეეხება ქართველ ხალხს, აქ არაფერი შეცვლილა - საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, მშრომელი ხალხი უწინდებურად რუსეთთან მეგობრობაზე ოცნებობს: განა ცუდად ვცხოვრობდით?! განა რუსეთი ცხინვალსა და სოხუმში შევიდოდა, რომ არა გიჟი სააკაშვილი?! განა საქართველოში რუსები არაბებს, თურქებს და ინდოელებს არ სჯობიან? რუსები შეურაცხყოფას მაინც არ გვაყენებენ, არ ემუქრებიან ჩვენს ცოლ-შვილს, არ იქცევიან გამომწვევად, ისინი მართლმადიდებლები არიან და გვგვანან! ჩვენ გვესმის ერთმანეთის, რუსი ტურისტები ყველაფერში უხვად იხდიან, რუსეთი კი ქართულ პროდუქტს ევროპულ ფასად ყიდულობს! და თუ საქართველომ გარედან ექსპანსია განიცადა, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, რუსეთის გარდა ვინ მოვა საშველად?!“, - მართებულად მსჯელობენ ჩვეულებრივი ადამიანები.

   მთავრობამ, მმართველმა პარტიამ და საპარლამენტო უმრავლესობამ აღშფოთებით უარყვეს რუსებისთვის ვიზების შემოღება, აფრთხილებენ პასუხისმგებლობის შესახებ რუსი ტურისტების შეურაცხყოფისთვის და აკრიტიკებენ დასავლელ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს, რომლებიც ახორციელებენ თავხედურ ინტერვენციას საქართველოს საშინაო საქმეებში. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მიატოვა ანტირუსული რიტორიკა და გაურბის ტერმინს „ოკუპაცია“, ამიტომ ზედმეტია მისთვის საყვედური, რომ ბოლო დრომდე რუსოფობიაში რადიკალურ ოპოზიციას არ ჩამოუვარდებოდა. დასავლეთი მიზნად ისახავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლას ნებისმიერი გზით - "ხავერდოვანი" სახელმწიფო გადატრიალება, შიდა საბოტაჟი, პროვოკაციები და სინქრონული საერთაშორისო შანტაჟი - აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებისთვის ყველა საშუალება მისაღებია, ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების მხილება, რომ მათი გამოფხიზლება გამოწვეულია მხოლოდ თანამდებობების დაკარგვის შიშით, არასწორი და კონტრპროდუქტიულია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც მმართველი უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ცნობილმა სახეებმა, რომლებმაც არაერთხელ შეიცვალეს პოზიციები, არ უნდა მიიღონ ქართულ პოლიტიკაში მომავლის მანდატი, ისინი ძირითადად პროფესიონალი ცინიკოსი, კონფორმისტული კონიუნქტურის წარმომადგენლები არიან, სოლიდური საპარლამენტო სტაჟით.

   ასე რომ, საქართველოს დიდი სამუშაო ელის რუსეთის ფედერაციასთან და ეს არ არის მხოლოდ მაღალ სახელისუფლებო დონეზე შეხვედრების ორგანიზება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არა მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ადრე გამოუყენებელი რესურსებით - პროფესიონალებით, რომლებსაც გასული წლების განმავლობაში საკუთარი თავის კომპრომეტაცია არ მოუხდენიათ (უპრინციპო პიარშიკების - მოლაყბეების ნაცვლად!). ეს არ არის მხოლოდ არსებული სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი გზების გახსნა. გარდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტის საკითხებისადმი ყოვლისმომცველი კომპლექსური მიდგომისა, რომლებიც განუყოფლად არის დაკავშირებული საქართველოს სასურველ ყოფნასთან პერსპექტიულ საერთაშორისო კავშირებში რუსეთის მონაწილეობით (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (ЕАЭС) - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ), კავკასიური პლატფორმა 3+3 და ა.შ.), საჭიროა ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ - კონსტიტუციიდან ამოსაღებია დებულება საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის - ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვის შესახებ, კანონი ოკუპაციის შესახებ, „თავისუფლების ქარტია“ და სხვა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ანტირუსული აქტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს სამართლებრივ ნორმებს.

   მთელ ამ საქმეს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს და მომავალშიც სერიოზულად შეაფერხებს საზოგადოების გარკვეული კატეგორია, რომლის შექმნაზეც აშშ-მა 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარი დახარჯა. ესენი არიან კოლაბორაციონისტები, რომლებიც გაიყიდნენ დოლარებზე და გაყიდეს ქართული მიწა, უღალატეს საქართველოს ეროვნულ ფასეულობებსა და ინტერესებს, მის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს ისინი გაერთიანებული არიან საქართველოში ერთადერთ მსხვილ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიაში - კელი დეგნანის პარტია. აშშ-ის მოქმედმა ელჩმა კელი დეგნანმა მოახერხა საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც ყოფილი და მოქმედი დასავლელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და დიპლომატების, მრჩევლებისა და ექსპერტების გარდა, აერთიანებს: პრეზიდენტს - გავლენის აგენტს (თუ რეზიდენტს) - შთამომავლობით ემიგრანტ ზურაბიშვილს; ტერორისტულ-დივერსიული პროფილის მცირე პოლიტიკურ პარტიებს (ლიდერები - სააკაშვილი, ბოკერია, ხაზარაძე, ვაშაძე); პარლამენტში მათ წარმომადგენელ ფრაქციებს (საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებითურთ), მათ მომსახურე ნახევრადკრიმინალური და კრიმინალური ბიზნესი, ტელეკომპანიები („მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“), ასევე ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ წარმომადგენლებს - არასამთავრობო ორგანიზაციები, ლგბტ და ა.შ.

   სახელმწიფო დონეზე ქართულ-რუსულ დიალოგს ჯერ არ აქვს ალტერნატივა, დაქსაქსული ჯგუფები და მოღვაწეები, რომლებმასხვადასხვა დროს საკუთარი თავის კომპრომეტაცია მოახდინეს, რუსული გრანტების არამიზნობრივი გამოყენებით, ან სულაც ღიად ანტირუსული კონფორმისტული პოზიციით (გარდა ერთეულებისა, რომლებსაც არც დაფინანსება და არც მედიასთან ფართო წვდომა აქვთ), მხოლოდ აფუჭებენ საერთო სურათს. ცარიელ ტილოზე მკვეთრი ხასხასა ფერები და არა საეჭვო დამსახურებების მქონე ცნობილი "ფუტურისტების" პასტელური ნახევარტონები უნდა გამოჩნდეს!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 8 აგვისტო
საქართველო, თბილისი