რელიგია
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრა. ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა დღეს გაიმართა.

„პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას.

ქალბატონმა სალომემ მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.