აქტუალური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 9 ივნისს, 3 საათზე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე და შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი დიანა იანსე ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით შვედეთის სტატისტიკის სამსახური და საქსტატი ერთობლივ სამწლიან პროექტს დაიწყებენ.
მთლიანობაში პროექტის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია შვედი ექსპერტების 45 მისია საქსტატში და საქსტატის თანამშრომლების 6 სასწავლო ვიზიტი შვედეთში.
პროექტის ფარგლებში პერიოდულ ტრენინგს საქსტატის ყველა თანამშრომელი გაივლის.
პროექტის მთლიანი ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენს და მთლიანად ფინანსდება SIDA-ს მიერ.