რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მეორე ფრონტი“, ანუ რა თავში იხლის ქართველი „ჯაველინს“

   იცის თუ არა თეთრმა სახლმა, რა პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო დეპარტამენტი? იცის თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ელჩის ქმედებების შესახებ საქართველოში? - დღეს ამერიკის პრეზიდენტი საწყალი ბაიდენი რომ არ იყოს, რომელმაც დიდი ხნის წინ მოხსნა "დოროგოი ლეონიდ ილიჩ“-ის რეკორდი კურიოზების რაოდენობით, ჩემი ეს კითხვები უცნაურად გაიჟღერებდა...

   „ტერმინი „მეორე ფრონტი“ პირველად მე გამოვიყენე და არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 26 თებერვალს, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან მეორე დღეს, მე ვივარაუდე, რომ საქართველოს მოთხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა და მართალიაღმოვჩნდი - ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით განაცხადეს კიევის ხელისუფლებამ და პიონტკოვსკიმ, შემდეგ - საქართველოდასავლელი „მეგობრების“ ჯგუფმა აშშ-დან, ევროკავშირიდან და ე.წ. ახალი ევროპის ქვეყნებიდან - პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ლობისტებმა. მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა ეს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, მარტის ბოლოს დააფიქსირეს“, - საგანგებოდ ვიმეორებ 24 ივლისის ინტერვიუში.

ოთხშაბათს კი, 27 ივლისს გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული ძალები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას და ეს მათი სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია“ და რომელიც სრულდება შემდეგი აბზაცით: დასკვნის სახით, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის საკითხი საჯაროდ დაისვა, მინდა განვმარტო საზოგადოებას, რომ ასეთი შეხვედრა ელჩის თხოვნით მართლაც გაიმართა 21 მარტს და დაახლოებით სამ საათგასტანა.

აი ისიც - "მეორე ფრონტი"! აი ისიც - „მარტის ბოლო! არ მინდა აპლოდიმენტები, მინდა სახეში ჩავხედო ზოგიერთ ცნობილ სახეს, მათ შორის მედიამენეჯერებს, რომლებმაც რუსოფობიაზე კომფორტული ცხოვრება მოიწყეს. ჩვეულებრივ, ისინი მიღებებზე თავს მარიდებენ, ჩემს ზურგს უკან ჩურჩულებენ და თვლიან, რომ მე ვფიქრობ დიდი სამამულო ომის კატეგორიებით და ვარ ყველა დროისა და ხალხების საყვარელი ბელადის გავლენის ქვეშ. დიახ, ვაღიარებ, თეზისი "მეორე ფრონტი" ისტორიიდან ვისესხე, ხაზს ვუსვამდი სიტუაციის აბსურდულობას - რომ დღეს "მეორე ფრონტი" იხსნება დასავლეთის მიერ არა რუსეთის დასახმარებლად ნაცისტების წინააღმდეგ, როგორც 1944 წლის ივნისში, არამედ მის წინააღმდეგ - ნაცისტების დასახმარებლად! თუმცა მთავარი ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის იძულების ფაქტმართლაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, ამიტომ ტერმინმა „მეორე ფრონტი“ მეორე სიცოცხლე შეიძინა.

კელი დეგნანის აღშფოთება გასაგებია - ბოლო 8 წელი საქართველო ასობით ამერიკული JAVELIN-ით და მათთვის ათასობით რაკეტით გაავსეს, რათა უკრაინის ომის სინქრონულად საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი" გაეხსნათ. ამიტომაც იმტვერებოდა ისინი ხელუხლებლად ვაზიანის საწყობებში! ახლა კი, როცა "X" საათი დადგა, საქართველომ მოულოდნელად უარი თქვა რუსებთან ომზე... და კელიც გაექანა შუშის სასახლისკენ - მთელი სამი საათი არწმუნებდა ბიძინა ივანიშვილს, ზეგავლენა მოეხდინა მის გუნდზე, ღარიბაშვილზე, კობახიძეზე. ამაოდ! და აქ გადააჭარბეს - ივანიშვილის დასჯა დაიწყეს, მისი მილიარდების ექსპროპრიაცია, როგორც ეს რუსეთთან გაუვიდათ, 300 მლრდ დოლარი გაზის ფული რომ მოუპარეს! ეგონათ, რომ დაჩაგრული ქართველები უწინდებურად მოითმენდნენ და გაჩუმდებოდნენ, მაგრამ არასწორად გათვალეს. იან კელის ძალიან არ უყვარდა საქართველო... კარლ ჰარცელი ძალიან უხეში იყო მოლაპარაკებების დროს...“ - წამოცდათ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, ბატონებო! თქვენთვის მთავარია - თუნდაც ახლა შეწყვიტოთ ნახევრად სიმართლის ლაპარაკი! კვლავ ოფიციალურ დონეზე დასტურდება "სოლიდარობა უკრაინასთან მის სამართლიან ბრძოლაში", თუმცა არავითარი უკრაინა არ არსებობს - არიან ნაცისტი კიევის ხელისუფლება და უბედური უკრაინელი ხალხი! ისევ ჟღერს იდიოტურპიარი - რომ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხელსაყრელია რუსეთისათვის!

როგორ შეიძლება სოლიდარობა გამოუცხადო „უკრაინას“, რომელმაც თავისი ელჩი საქართველოდან გაიწვია, საქართველოში სააკაშვილი შემოგზავნა, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს იმის გამო, რომ საქართველომ მეორე ფრონტი“ არ გახსნა?! საპარლამენტო მმართველი უმრავლესობის ლიდერი ხამი არახამია, საქართველოში ეშმაკის ეკალი რომ დაარქვეს, შეურაცხყოფის გარდა, ემუქრება აქ ჩამოსვლითა და „საქმის დალაგებით“! იდიოტმა მოღალატემ, აფხაზეთს მკვიდრმა, მილიონობით კრიმინალური დოლარი იშოვა, მაგრამ ოკუპირებულ სამშობლოს არც ერთი ცენტიარ დაეხმრა, სამაგიეროდ, ემუქრება ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს სამი მილიარდი დოლარი დახარჯა! არის დავით არახამია, რომელიც ომშიც კი კრიმინალურ ფულს შოულობს; და არის დავით ხიდაშელი, რომელიც საკუთარი ხარჯებით ყიდულობს და ჩუქნის საქართველოს იშვიათ ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დავით გარეჯი ერთმნიშვნელოვნად საქართველოა!

დავამთავრებ იმითვე, რითაც დავიწყე - იციან თუ არა ვაშინგტონში რას მოითხოვდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს, მისი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისგან? სახდეპმა, თეთრმა სახლმა, კონგრესმა? არ ვლაპარაკობ საწყალ ბაიდენზე - აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც ვერ იპოვის, რომელ ელჩზეა საუბარი?! არადა, საქართველოს 30 წელი ჩაგრავდნენ და ყველაფერი „კარგად“ მიდიოდა - ქართველები დუმდნენ, შიგ ევროპაში და ნატოში, როგორც ტყვეები ოსვენციმის გაზის ღუმელებში, საკუთარი ფეხით მიდიოდნენ... მაგრამ ბატონებს მეტისმეტი მოუვიდათ და შუბლშიც მოხვდათ - რა ჯანდაბად ამოიჩემეს ეს „მეორე ფრონტი“?...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 28 ივლისი
საქართველო, თბილისი