ნინო ბურჯანაძე: „რუსეთი საქართველოში არეულობის ორგანიზატორი არ ყოფილა“

როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით სამჯერ იმყოფებოდა და ვიზიტების დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავდა.
„რუსეთთან და რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი შეთქმულება არ იყო, სხვა შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა – ჩვენ რომ სახელმწიფო გადატრიალება მოგვემზადებინა და რუსეთთან შეთქმულებაში ვყოფილიყავით, 4 ათასი შეიარაღებული ადამიანი რომ გვყოლოდა, გარწმუნებთ, სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.