საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას განაცხადა, რომ „დემოკრატია არ არის, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში, ალიაქოთი უნდა მოაწყოს, მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ“.
თუ პრეზიდენტისთვის მოსახლეობის მიერ პროტესტის გამოხატვა დემოკრატია არაა, გარდა მის მიერ ჩამოთვლილისა, რა არის სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის დემოკრატია? – პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვა, პროტესტის ჩახშობა, დარბევა, სისხლიანი ალყა მთავარ გამზირზე, თუ მკვლელობის ადგილზე სამხედრო აღლუმის ჩაბარება ხალხის გარეშე?
როცა მომიტინგეების „დაშლას“ ისე ახორციელებ, რომ ერთ გასასვლელსაც არ უტოვებ, როცა უდანაშაულო არასრულწლოვანს სასტიკად სცემ და ბორკილებს ადებ, როცა ხოცავ მომიტინგეებს და ნივთივით მოისვრი მაღაზიის სახურავზე, როცა ჟურნალისტებს უმოწყალოდ უსწორდები, როცა მედიაზე იერიში მიგაქვს, როცა ყველა გამოსვლაში სისხლისგან წმენდ სპეცრაზმელების ფორმებს და შემდეგ ამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგადაა და ქვეყანა წინ მიიწევს, ეს არის დემოკრატია, ბატონო პრეზიდენტო???
P.S. ამ წუთებში საქინფორმის რედაქციაში სატელეფონო შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ მცხეთის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ნაპოვნია პლასტმასის ხელბორკილდადებული 4 გვამი, სავარაუდოდ, ისევე დაღუპული მომიტინგენი, როგორც თავისუფლების მოედანზე მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი ორი ადამიანი.