საზოგადოება
ედუარდ შევარდნაძე: „რუსეთის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტები და სახელმწიფო გადატრიალებები ხალხის მოსატყუებლადაა მოგონილი“

eduard_shevardnadze2როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მას „არ სჯერა, რომ მაისის აქციების დროს ოპოზიციის უკან რუსეთი იდგა“. მისი თქმით, სახელმწიფოს გადატრილების მცდელობის მტკიცებულებები არ არსებობს და სერიოზული გამოძიების ჩატარებაა საჭირო.

„მჯერა, რომ მაისის აქციებთან რუსეთი კავშირში არ იყო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს რუსეთზე საუბარი. როგორც მე ვიცი, ბადრი ბიწაძესა და ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებენ, რომ მათ მოსკოვი აკონტროლებს, მაგრამ როგორ გგონიათ, პუტინს არ აქვს იმდენი ტვინი იმის მისახვედრად, რომ  ნინო ბურჯანაძეს არ შეუძლია მასშტაბური აქციების მოწყობა? რუსეთის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტები, სახელმწიფო გადატრიალებები და ოპოზიციასთან მისი კავშირები არის სიცრუე და მოგონილია ხალხის მოსატყუებლად“, – აცხადებს შევარდნაძე.