პოლიტიკა
ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის რომში გამართული შეხვედრის რამდენიმე კულუარულ დეტალს ახმაურებს.
ამასთან, კუკავას პარტიაში აცხადებენ, რომ 2011 წლის ივლისიდან აშშ ავღანეთიდან საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას იწყებს და, შესაბამისად, მათი სხვა ქვეყნების სამხედროებით ჩანაცვლება ვაშინგტონში განსაკუთრებით აქტუალურია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე თანხმობის გამოცხადების შესახებ არაოფიციალური ინფორმაციები უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება. მართალია, ეს ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება უკვე დაწყებულია, რათა რუსეთს ორგანიზაციაში მიღების შესახებ ოფიციალურად ეცნობოს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფორმალური მხარის მოგვარება წლის ბოლომდე იგეგმება.