საზოგადოება
ჟენევის მოლაპარაკების მე-16 რაუნდი

jeneva_meore_raundiჟენევის მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი დღეს, 7 ივნისს, იმართება.

საქართველოს დელეგაცია შეხვედრაზე იმავე შემადგენლობითაა წარმოდგენილი, მას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.

როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ბევრი სხვადასხვა საკითხის დაყენებაა გათვალისწინებული.

„ქართული მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევები, ასევე, გახშირებული უსაფრთხოების ზომების მიუღებლობა და ინციდენტები. ეს იქნება მთავარი საკითხები, რომლებზეც აქცენტი გაკეთდება“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია და ქართული მხარის მიერ აუცილებლად დადგება 18 მაისს საჩხერის რაიონში ცხინვალის შეიარაღებული ძალების მიერ ქართველთა დაჭრის ფაქტები.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მოგვეცემა, გავამახვილოთ ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანის თაობაზე, რადგან ეს სულ უფრო და უფრო მეტ სიმძიმეს იძენს“,– განაცხადა კალანდაძემ.