რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უკრაინა საქართველოს ომით ემუქრება!

     ევროკავშირი არ ესატყვისება თავის ჰიმნს, - განაცხადა საქინფორმი-მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა NEWS FRONT-თან ინტერვიუში, - თუ საქართველოდღეს ევროკავშირში მიიღებენ, ხვალ ის რუსეთს უნდა ეომოს”.

- ბატონო არნო, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ევროსაბჭომ საქართველოს დუჟინი პირობა დაუყენა, რომელთა ინპლემენტაციამ ავტომატურად მიანიჭებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, შესრულების ვადაც მისცეს - წლის ბოლომდეო. რას ნიშნავს ეს? და თუ საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო ექვს თვეში ვერ მოასწრებენ?

- ღმერთმა უკვე მერამდენედ იხსნა საქართველო სრული დაღუპვისაგან. უკრაინასა და მოლდოვას მსგავსად კანდიდატის სტატუსი რომ მოენიჭებინათ, დღეს რუსთაველის გამზირზე გეი-პარადი ჩატარდებოდა! ანუ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ვალდებულებებს მივიღებდით, ყოველგვარი უფლებების გარეშე. იარსებებს თავად ევროკავშირი, მაგალითად, 20 წელიწადში - გაწევრების მინიმალური ვადა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს? აგერ, თურქეთი უკვე 23 წელია უპერსპეკტივოდ ელოდება… თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველო დღეს პირდაპირ ევროკავშირში მიიღეს, კანდიდატის ვადის გვერდის ავლით, მეორე დღესვე ის ვალდებული იქნება, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მას ომი დაუწყოს - უკრაინას იარაღი მიაწოდოს!

„ევროქართველებს“ კი ჰგონიათ, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ, ფეხიფეხგადადებულები ათასობით ევროს მიიღებენ და პარიზებში ისეირნებენ! ისინი არაფერში იღებდნენ ფულს ივანიშვილისგან და ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა! აი რატომ აიჯაგრნენ დღეს ივანიშვილზე! ახლა შურისძიება სწყურიათ - „დეოლიგარქიზაცია“, ანუ მისი ქონების ექსპროპრიაცია და ერთმანეთში გაყოფა! მადლობა ღმერთს, "ევროქართველები" საქართველოში უმცირესობაა, რაოდენობრივი და სხვა ცნობილი მნიშვნელობით.

- უმაღლეს რადაში უკრაინის ამავე სახელწოდების მმართველი პარტიიდან უმრავლესობის - ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და პირადად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილირუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან“. „მონაცემები საზღვარგარეთ ტრანზაქციებისდა საქართველოდან ბევრი პროსახელისუფლებო დეპუტატის და მინისტრის ანგარიშებიშესახებ მალე გახდება ხელმისაწვდომი... ბიძინა ივანიშვილი ჩართულია იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში“, - წერს არახამია თავის ტელეგრამ-არხზე. იმედები უნდა გავუცრუო ყველას, ვინც ფულის შოვნას უკრაინელების სიკვდილზე გადაწყვიტა. ეს არ მოხდება. პირველმა ბატონმა ივანიშვილმა უნდა მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს არ იქნება ტურისტული მოგზაურობა“, - ცხადებს არახამია. ას ნიშნავს ეს?

- რომ უკრაინა დღეს ქვეყანა ტერორისტია, რომელიც საქართველოს ომით ემუქრება და უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქართველ დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად საქართველოში ჩასვლას აპირებენ, რათა დაამხონ ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა რუსეთისთვის ომის გამოცხადებაზე - აფხაზეთსა და ცხინვალში "მეორე ფრონტის" გახსნაზე! ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მალე გადმოჯდება უკრაინული დესანტი - ტერორისტები, რომლებიც ივანიშვილს გაუსწორდებიან და სააკაშვილს გაათავისუფლებენ! უკრაინა დღეს ავადაა, როგორც გერმანია გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, რადგან მხოლოდ ავადმყოფ ქვეყანას შეიძლება ხელმძღვანელობაში ჰყავდეს ნაცისტები - ქართველები სააკაშვილი და არახამია. „ჰარამი“ - სპარსული სიტყვაა, და ნიშნავს ცოდვას“, „სამარცხვინოს“, „დაწყევლილს“. ცნობილი ევროპელი ბილდტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვიერ შეურაცხოფას უყენებს, ტყუილუბრალოდ როდი "ბილწი" ნიშნავს უწმაწურს“. ვის სჭირდება ასეთი ევროპა, რომელიც კანდიდატის სტატუსს ანიჭებს ასეთ უკრაინას?!

- მაგრამ, მაშინ, რატომ ჟღერს თბილისში მიტინგებზე ევროპის ჰიმნი და ათასობით ქართველს ევროპის გარეშე სიცოცხლე არ სურთ?

- ესენი, ძირითადად, ხარბი„ევროქართველები“ და მათ მიერ გაბრიყვებული ახალგაზრდები არიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთაგან რამდენმა იცის, რომ ევროპის ჰიმნი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალია, შილერის ოდაზე „გასახარად“ დაწერილი, ოღონდ ჰერბერტ ფონ კარაიანის საორკესტრო არანჟირებაში?! მოვიყვან ერთ კუპლეტს და მის მისამღერს:

Deine Zauber binden wieder,

Was die Mode streng geteilt,

Alle Menschen werden Brüder,

Wo Dein sanfter Flügel weilt.

Chor:

Seid umschlungen, Millionen!

Diesen Kuß der ganzen Welt!

Brüder, überm Sternenzelt

Muß ein lieber Vater wohnen!

მაგრამ დღეს ევროპა არ ესატყვისება თავის ჰიმნს და იმის ნაცვლად, რომ დააახლოოს მოშუღლარნი, რათა ხალხებს ძმობისა და სიხარულისკენ მოუწოდოს, ხელს უწყობს სლავების ომს უკრაინაში, ერთის მიერ მეორის კვლას, აირაღებს ერთს მეორის წინააღმდეგ! დღეს ევროპა თესავს სიკვდილს და ამას ვერაგულად, სხვისი - უკრაინელების ხელით აკეთებს, რადგან იცის, რომ სამართლიანი საქმისთვის არ იბრძვის! რაში გვჭირდება ასეთი ევროკავშირი ან ნატო?! ნატო პენტაგონის ქვედანაყოფია, ხოლო „ევროქართველები“ ზამთარში გაიხარებენ, რომ არ შიმშილობენ და არ იყინებიან, როგორც ევროპაში!

- თქვენთან ოპოზიციამ დიდი სკანდალი ატეხა, რომ ბათუმის პორტში რუსული ნავთობით დატვირთული თურქული ტანკერი შევიდა - აცხადებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ხოლო ამ ბიზნესოპერაციაში ივანიშვილის ნათესავი მონაწილეობს. ეს ფაქტი იქცა არახამიას ზემოაღნიშნული განცხადების მიზეზად, თუმცა საქართველომ ტვირთი არ განაბაჟა და გემი საქართველოს პორტი დატოვა. ას ფიქრობამაზე?

- ამით ოპოზიციამ უპასუხა ხელისუფლებას, რომელმაც ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია 25 წლის განმავლობაში რუსეთიდან მილიონობით რუბლისა და ასობით დოლარის მიღებაში ამხილა. ხოშტარიას მამა ლეგენდარული თეატრალური მხატვრის, სიმონ (სოლიკო) ბაგრატის ძე ვირსალაძის ორი მემკვიდრიდან ერთ-ერთია, მას კარგად ვიცნობდი და არაერთხელ ვწვევივარ. და რამდენი წელიც არ უნდა იდგმებოდეს წარმოდგენები მისი გაფორმებით, ხოშტარიების ოჯახი საავტორო გადარიცხვების ნაწილს მიიღებს. ჩვენ ხომ ისე გვინდა, ცივილიზებულად, როგორც დასავლეთში ხდება და არა ისე, როგორც ეს სსრკ-ში იყო?! და რომელი იტყოდა უარს კანონიერი ფულის მიღებაზე, თუნდაც ის რუსეთიდან იყოს?! ბევრ ოპოზიციურ პარლამენტარს აქვს ბიზნეს-შემოსავალი რუსეთიდან, ნაყოფიათი დაწყებული! ამიტომ, სანამ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს დავადანაშაულებთ, რომ ის რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული და იქ გამდიდრდა, საკუთარ თავს უნდა მოკითხონ! ისე, ივანიშვილმა თავისი ფულიდან 3 მილიარდი დოლარი საქართველოზე დახარჯა, რომელი მათგანი იზამდა ამას?!

რაც შეეხება სანქციებს: საქართველო არის სატრანზიტო და ტურისტული ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ტრანზიტიდან და ტურიზმიდან შემოსული თანხებით, ასევე ჰყავს მილიონიანი დიასპორა რუსეთში. ვის სჭირდება ყალბი ევროკავშირი, რომელიც კანდიდატის სტატუსს ანიჭებს მოლდოვას, რომელიც არ უწესებს სანქციებს რუსეთს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, და ამავე დროს უარს ეუბნება საქართველოს, რომელიც უკან აბრუნებს რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერს, ანუ პრაქტიკულად შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს?! აი, სად არის ნეპოტიზმი მსოფლიო მასშტაბით! ნატოს წევრი თურქეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, მათ შორის ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანზე, ასევე არ აცხადებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე, რატომ შეიძლება მათთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის?! ეს ხომ ორმაგი სტანდარტებია!

ამაზე უნდა იფიქროს ოპოზიციამ და იმავე ხოშტარიამ, რომლებიც საქართველოში რუსული მუსიკის აკრძალვას ითხოვენ, როგორც ეს უკვე სააკაშვილის დროს ხდებოდა - აქაოდა, „რუსმა ტურისტებმა ჩვენთან თავი კომფორტულად არ იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში!“. განა ეს არ არის დივერსია საქართველოს ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ?! მთელი მსოფლიო ცდილობს ტურისტებს შეუქმნას კომფორტი, რათა მათ კურორტზე თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში, საქართველომ კი, თურმე, უნდა გააძევოს რუსი ტურისტები - რუსეთის ბაზარზე ქართული საქონლის ექსპორტთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი წყარო!

2022 წლის 28 ივნისი