რელიგია
ილია მეორე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ კონცერტს თვითონაც დაესწრება.

ამა წლის 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქალბატონი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას.

ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან „სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.