სამართალი
ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გუშინ აქციის გამართვის მცდელობის გამო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი, ასევე, „კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა ისინი დააკავეს. ჩხარტიშვილს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბათიაშვილის ოჯახის წევრებს კი 400-400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. მოგვიანებით დააკავეს და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს თავად ირაკლი ბათიაშვილსაც, რომელიც დაწყებულ სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა.