უცხოეთი
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციების თანახმად, ბრიტანეთი რუსეთის ფედერაციაში ფუნტი სტერლინგის, ევროკავშირის ქვეყნების ბანკნოტებისა და ასევე, საავიაციო საწვავის ექსპორტს კრძალავს.

interpressnews.ge