რელიგია
სამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600 ბავშვი გახდა.

ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე აიზმაში შესრულდა. ეს არის წელს რიგით პირველი საყოველთაო ნათლობა. პანდემიიდან გამომდინარე, საყოველთაო ნათლობის ცერემონია თვეებია, არ ჩატარებულა.

დღემდე პატრიარქს 42 984 ნათლული ჰყავდა. დღეს მათ რიცხვს 1 600 დაემატა.