პუბლიკაციები
„შინ, ევროპისკენ!“ მხოლოდ 15 ათასამდე დაბოლილი ქართველი დაბრუნდა - საქინფორმი

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. 21:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, როგორც დაანონსდა, გაიმართა მიტინგი „შინ ევროპისკენ!“. ორგანიზატორები - სააკაშვილის პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ყველა ქვედანაყოფი - მთელი ქართული რადიკალური ოპოზიცია, უელექტორატო სატელიტური პარტიები, როგორიცაა "რესპუბლიკელები", ან დედა-შვილი ბურჯანაძეების პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები (ნარკომომხმარებლებისა და ლგბტ-საზოგადოების დამცვლელები), მედია (4 ტელეკომპანია) და ყოფილი ხელისუფლების მოსყიდული ფანები მოსახლეობის სხვადასხვა ფენიდან. ასევე აქციაზე ყველა დედხაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიყვანეს, ზემოჩამოთვლილთან ერთად, მომიტინგეთა რაოდენობა 15 ათასარ აჭარბებდა, რაც საქართველოში ოპოზიციის რეალურ რეიტინგს შეესაბამება. მიტინგი მიჰყავდა რამდენიმე სკანდალურად „ლიტერატორს“ („უბორნიის პოეტებს“) - სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომლებსაც საქართველოში დიდი ხანია „სექტა“ დაარქვეს. ასევე, მცირერიცხოვანი მიტინგები გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

მიტინგი მკვეთრად რუსოფობიური ტონით წარიმართა - თითოეულმა მომხსენებელმა თავისებურად ლანძღა რუსეთი და განაცხადა, რომ "სურს ევროპაში და არა რუსეთში დაბრუნება", თუმცა მიტინგს ერქვა "შინ, ევროპისკენ!" - აქაოდა, საქართველო ყოველთვის ევროპა იყო და იქვე ბრუნდებაო. მიუხედავად მდიდარი ანტურაჟისა - ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს დროშები, აუდიო და ვიდეო აპარატურა, ვიდეოჩართვები და კვამლის ეფექტები, პლაკატები და ფარულად გაცემული "ფეხის ქირა", მიტინგი ჩაფლავდა. მიყვანილი სტუდენტების პროპაგანდით დაბინდული ცნობიერების მიუხედავად, მათი ეკზალტირება საჭირო კონდიციამდე ვარ მოხერხდა, განცხადებებმა, რომ თბილისში დღეს ევრომაიდანი იწყება“, ამ მოსაწყენი სპექტაკლის მაყურებელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ხოლო ტელეეკრანებზე თბილისელებისთვის საძულველი პოლიტიკოსების გამოჩენამ მხოლოდ ბრაზი გამოიწვია! ან როგორ არ უნდა გაბრაზდე, როცა ხედავ საქართველოში ბოლო ათწლეულების ძველ დანაშაულებრივ სცენარს - უპასუხისმგებლო ოპოზიცია ისევ წინ იყენებს ახალგაზრდებს, მათ უკან იმალებსახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად?!

„საქინფორმი“-ს რედაქცია