საზოგადოება
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა, სადაც პრესკონფერენციისა და რამდენიმე შეხვედრის გამართვას გეგმავს.
„ხელისუფლება ისედაც ვალდებულია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნოს. ისედაც ხარჯავენ სახელმწიფო ფულს და ჩუმად მაყოლებენ ვიზიტების დროს უშიშროების თანამშრომლებს. ასე რომ, შეუძლიათ, ახლა მაინც დაიცვან კანონი და ღიად გამომაყოლონ ეს ადამიანები – ვიზიტის დროს თავს ბევრად დაცულად ვიგრძნობ“, – განაცხადა ბურჯანაძემ გამგზავრებამდე.
ნინო ბურჯანაძე თბილისში 7 ივნისს დაბრუნდება.