პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე მივა.

"მე ჩემს საჯარო გამოსვლაში ვთქვი ამას წინათ და გავიმეორებ ახლაც რომ ჩვენ ევროკავშირთან, ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების დღის წესრიგში ჩავწერეთ ყველა ის რეფორმა რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელიც უნდა მთავრობამ გააგრძელოს. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი ბატონი შარლ მიშელის ოფისის ხელმძღავნელთანაც.

ჩვენ ეს ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ქვეყანაში ამ ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე რა თქმა უნდა. იდეალური არც ერთი ქვეყანა არ არის მათ შორის არც ერთი ევროუპული სახელმწიფო არ არს იდეალური, არც ერთი სახელმწიფო არ არის იდეალური. ასე რომ, ეს პროგრესი რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არის როგორც შავი და თეთრი, აი ასეთი სხვაობა არის აი ასეთი მკვეთრი განსხვავება არის, რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში.

და ბოლოს მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, მე ვალდებულად ვთვლი რომ ეს კიდევ რთხელ ანაგარიშივით ჩავაბარო და შევახსენო. მას შემდეგ რაც სრული ფიასკო განიცადეს ამ მეხუთე კოლონამ და ქვეყნის მტრებმა დაისახეს მათ მიზნად რომ ამ სტატუსთან დაკავშირებით, ჯერ დაველოდოთ რა თქმა უნდა რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის , ეკუთვნის საქართველოს მეგობრებო და შემდეგ ეკუთვნის უკრაინას და მოლდოვას, რომ იძახიან რომ უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაშიც ყველგან, ბრიუსელში,რომ ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს და დაუმსახურებელ არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.ისევ გავიმეორებ იმავეს, რაც ვთქვი რამდენიმე დღის წინ - თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით დეტალურად, თუ რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც, აი თუნდაც ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.