პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე „ქართული პარტიიდან“ ლიდერების წამოსვლას გამოეხმაურა

burjanadze_nino9„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქართული პარტიიდან“ ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძის, კახა მიქაიასა და ლევან ჩიკვაიძის წამოსვლას გამოეხმაურა და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, ხალხის გვერდით დადგნენ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ.

როგორც მან 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავიდანვე გაუგებარი იყო ამ ადამიანების ინკოფიგურაციის შექმნა.

„არც ეროსი კიწმარიშვილის განცხადებები მაინტერესებს და არც „ქართული პარტიის“. სამწუხაროდ, მათ ძალიან ნეგატიური როლი ითამაშეს, თუმცა მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, – განაცხადა ბურჯანაძემ. მან მადლობა გადაუხადა ყველა ოპოზიციონერს, ვინც აქციის დღეებში მხარში ამოუდგა „სახალხო კრებას“ და დადგა ხალხის მხარეს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების დაწყებამდე „ქართულმა პარტიამ“ რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებები დაიწყო. ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე მიტინგებზე პერიოდულად ცხადდებოდნენ, თუმცა თავიანთ პოზიციას პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ აფიქსირებდნენ.

ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ დარბევამდე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს ყოველგვარი წყენის დავიწყების ნიშნად.

ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან გაჩეჩილაძე აქციაზე ოჯახთან ერთად მივიდა, გია გაჩეჩილაძეს კი სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.