რელიგია
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის გზავნილში მეხუთე რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის – „სიზმრები საქართველოზე“ – მონაწილეთათვის ნათქვამია, რომ ქართველებსა და რუსებს სულიერი ძმობის მჭიდრო ჯაჭვი აკავშირებს და მას განსაცდელი ვერაფერს დააკლებს, რადგან არ არსებობს უფრო მყარი საფუძველი მეგობრობისათვის, ვიდრე საერთო ლოცვა და ჭეშმარიტი მშვენიერებისადმი სიყვარულია.