რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „Failed Union“ - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროკავშირის უნიათობის ნათელი მაჩვენებელი გახდება

   გასული საუკუნის 90-იან წლებში, ტერმინით "Failed States", მისმა ავტორებმა - ამერიკელმა პოლიტოლოგებმა ჯერალდ ჰელმანმა და სტივენ რატნერმა - იმ "სახელმწიფოების ჯგუფში, რომელთა არსებობა საფრთხის ქვეშაა", გააერთიანეს "შეუმდგარი სახელმწიფოები" (მაგალითად მოიხსენიეს ბოსნია და ჰერცეგოვინა, სომალი) და უნიათო სახელმწიფოები (როგორებადაც დაასახელეს საქართველო, ეთიოპია, ზაირი). ანუ, ქვეყნები, რომელთა ხელისუფლებამაც ვერ შეიძინა მმართველობის უნარი კომპეტენციის ძირითად სფეროებში (გერმანელი პოლიტოლოგი ულრიხ შნეკერის ფორმულირება) იმ სახელმწიფოებთან, რომელთა ხელისუფლებამაც მართვის უნარი დაკარგა. ამ კომპეტენციის სფეროებიდან პირველს შნეკერი უწოდებს მთელ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობასდა გარე საზღვრებზე კონტროლის არარსებობას“.

   დღეს, 30 წლის შემდეგ, როგორც ქართველ პოლიტოლოგს, მსურს კომპეტენტურ აუდიტორიას შევთავაზო ახალი ტერმინი - „Failed Union“ (FU) და მისი ინტერპრეტაცია ევროკავშირთან (EU) მიმართებაში, როგორც უნიათო კავშირისა. ევროკავშირის შეუმდგარობის პირველი ინდიკატორი Brexit იყო. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულებით სერიოზულად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ადგილს უთავისუფლებს საქართველოს. ამ და მისი სხვა იმდროინდელი განცხადებების გამო - რომ თავისი პრეზიდენტობისას ის საქართველოს დაუბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო რუს ტურისტებსა და ინვესტიციებს ჩაანაცვლებენ ევროპელი ტურისტები და ინვესტიციები; რომ საქართველო ევროკავშირს ესაზღვრება და აქ 5 მილიონი ევროპელი ცხოვრობს, რომლებსაც „ევროპა სისხლში აქვთ“; რომ საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში გზაა წარმატებისკენ; რომ ევროპის მომავალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი, საქართველოს შემთხვევაში - კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობაა" - სალომეს "Саломенная шляпа" ვუწოდე.

   ევროკავშირიუნიათო კავშირიაასევე იმიტომ, რომ მისი არსებობის მთელი მანძილზე მანდ ვერ შეძლეს ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემუშავება. ე.წ. „ძველი ევროპის“ ქვეყნები - ევროკავშირის ლიდერები გერმანია და საფრანგეთი, „ახალი ევროპის“ - პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ზეწოლის ქვეშ პროექტში „ანტირუსეთი” ტრანსფომირება განიცადეს. ეს დაიწყო პრეზიდენტი ტრამპის რუსეთის წანააღმდეგ სანქციებისადმი მიერთებითა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს დაბლოკვით, დღეს კი კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებით დასრულდა. მაგრამ თუ, მაგალითად, პოლონეთი მიდის რისკზე სრულიად გასაგები მიზნით - დასავლეთ უკრაინის ანექსია, „ძველი ევროპის“ ქვეყნებმა იმოქმედეს თავიანთი ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ამიტომაც ევროკავშირი არის „FU“ – Failed Union“, უნიათო კავშირი, რომელშიც მისი წევრი ქვეყნების ინტერესები დიამეტრალურად საპირისპიროა. რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში კიევის ჰიპოთეტური გამარჯვება არანაირ დივიდენდს არ მოუტანს საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ბელგიას, იტალიას, ნიდერლანდებს, ესპანეთს, ფინეთს, შვედეთს, ხოლო კოლოსალური პრობლემები (ნახშირწყალბადების, სურსათ-სანოვაგის დეფიციტი და გაძვირება და სხვ.) უკვე დაიწყო.

პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დატოვა უნიათო კავშირით იმედგაცრუებულმა ექვსი აქტორიდან სამმა, ბელორუსმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ევროკავშირი არის „Failed Union“ კიდევ იმიტომ, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს კავშირის მთელ ტერიტორიას, "ახალი ევროპის" ქვეყნები არ ითხოვენ ნებართვას ბრიუსელისგან აშშ-სა და ნატოს ახალი ბაზების გასახსნელად, უკრაინის დასახმარებლად, მილიონობით ემიგრანტის მისაღებად, რომელთა უმეტესობასაც „საწყალ ლტოლვილებს“ ვერ ვუწოდებთ, და რომლებიც იქიდან შეაღწევენ „ძველი ევროპის“ მდიდარ ქვეყნებში; შესაბამისად, სახეზეა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან გარე საზღვრებზე კონტროლის არარსებობა (იხ. დასაწყისში - ულრიხ შნეკერის ფორმულირება).

   ევროკავშირის უნიათობის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი იქნება მიმდინარე წლის 23-24 ივნისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა - არათანმიმდევრულობისა და ორმაგი სტანდარტების მორიგი დემონსტრაცია. თუ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება უკრაინას, რით არის "უარესი" საქართველო, რომელიც დიდი ხანია არავის ებრძვის, შესაბამისად - რუსეთთან დაპირისპირების საჭიროება არ ჩნდება? საიდუმლო არავისთვისაა, რომ დიდი ხანია ევროკავშირში, ისევე როგორც ნატოში, ქვეყნები მიიღებიან გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და არა ეკონომიკის, ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, დემოკრატიის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძველზე. ამ ლოგიკით, საქართველოს - სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ფორპოსტის, მიღება არის ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება, მით უმეტეს, რომ ეს ევროკავშირს არ აკისრებს რაიმე დამატებით ვალდებულებებსა და ფინანსურ ხარჯებს. პირიქით - ევროკავშირი ათეულობით წლით წინდაწინ მიიღებს ლეგიტიმურ საფუძველს კანდიდატი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში უცერემონიოდ ჩარევისთვის. საქართველოს თანდათან, step-by-step, დაავალდებულებენ, შეასრულოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის პირობების დარჩენილი 51%, მოსახლეობა კი ვერ გაბედავს პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ლგბტ უფლებების ექსკლუზიური დაცვა, ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება, თუ სხვა (როგორც აპროტესტებენ დღეს, როცა საქართველო ევროკავშირს მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებითა და მისგან გამომდინარე უვიზო რეჟიმით უკავშირდება).

თუმცა, რაც არ უნდა მოქნილი და გაბუნდოვანებული არ უნდა იყოს უარის ფორმულირება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ამჟამინდელი ხელისუფლება, ამას „დიდ გამარჯვებას“ არ გამოაცხადებს (წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით - საქართველოს MAP-ს არ აძლევდნენ, მაგრამ პიარშიკი სააკაშვილის ფეიკების ფაბრიკა მთელი ხმით გაჰყვიროდა, რომ თურმე მოგვცეს "მეტი, ვიდრე MAP", ანუ „ოქროს ბარათი“, და, საერთოდაც, დაგვპირდნენ ნატოში მიღებას MAP-ის გარეშე“). პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მმართველი პარტია საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმაციაზე ხელს არ მოაწერს და ეს კარაგდ იცის ბრიუსელმა. მაშასადამე, ჩუმად იზეიმებს რუსეთი, რომელსაც კრინტი არ დაუძრავს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფების წინააღმდეგ (ნატოში მისი მისწრაფებისგან განსხვავებით), მიუხედავად თბილისთან განუხრელად მზარდი ეკონომიკური და ჰუმანიტარული არხებისა.

   მაშ, რით დაიწუნა ევროპამ საქართველო, რომელმაც სკრუპულოზურად შეასრულა ყველა წინაპირობა, რაც ასახულია შევსებულ ორ კითხვარში? პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლაც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC, ამა წლის 2-4 ივნისი) საპანელე დისკუსიისას იყო საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის მოტივაციის ცოცხალი, არა ფორმალური ახსნა - ინგლისურად, თუმცა, ქართული ხატოვანებითა და ემოციით. დიახ, საქართველო უნიკალური გამონაკლისია "ასოცირებული ტრიოს" სხვა ქვეყნებთან - უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, რადგან საქართველომ, გარდა უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსისა, კონსტიტუციაში დააფიქსირა თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების ალტერნატივოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრ! საქართველომ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გასულ პარასკევს ბრატისლავაში განაცხადა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორჯერ იბრძოლა რუსეთთან. მაგრამ რუსეთი, ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებით საქართველოში პირველ ადგილს იყოფს თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად. ამასთან, რუსეთში მილიონიანი ქართული დიასპორაა, ამიტომ შეუძლებელია საქართველოს გაიგივება უკრაინასდა თუნდაც მოლდოვასთან არ შეიძლება, მათ შორის საქართველო დე ფაქტო ლიდერია ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებით, სიმართლე რომ ვთქვათ!

   მაშ, რატომ ეტყვიან უარს საქართველოს? ნუთუ დაუჯერებენ რადიკალურ ოპოზიციას - სხვადასხვა პარტიების მიქსს, რომლებიც იყენებენ სააკაშვილისა და მისი ტელეკომპანიის მენეჯერის თემას, სასჯელს რომ იხდიან სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, მასშტაბური კორუფციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების დატაცებისათვის?! რადიკალური ქართული ოპოზიციის, ისევე, როგორც პოლონეთის, გაგება შეიძლება - თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, მათ უნდა ჩაალაგოს ჩემოდნები ან სხვა სამუშაო ეძებონ, რადგან დაკარგავენ ბოლო თემას ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად, რომელიც ვითომდა "რუსულ ინტერესებს ახორციელებს საქართველოში რუსი ოლიგარქის ჩრდილოვანი ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ". მაგრამ როგორ შეიძლება ევროკავშირმა, თუ ის „უნიათი კავშირი“ არ არის, გულწრფელად დაუჯეროს ქართული ოპოზიციის კომიკურ პოლიტიკურ ბანკროტებს?! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, ემისარი, რეზიდენტი და დასავლეთის გავლენის აგენტი მუდმივად იმყოფება საქართველოში, ცვლიან ერთმანეთს როტაციის პრინციპით, განა მათ არ იციან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მტკიცედ ფლობს ძალაუფლებას, როგორც არცერთი ბოლო 30 წლის განმავლობაში? მიზეზი კი არა ძალოვანი სტრუქტურების ერთგულებაში, არამედ ამომრჩეველშია, რომელიც, რა თქმა უნდა ბუზღუნებს, მაგრამ ხედავს რა ხელისუფლების მხარდაჭერასა და ელემენტარულ წესიერებას, უკეთესი მომავლისა და სააკაშვილის ჯალათების არდაბრუნების იმედი აქვს. მართლმადიდებლური უმრავლესობა - ავტოქტონური ერი - ხედავს ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას, რისთვისაც მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას". სააკაშვილის ჯალათები ღიად ჩაგვივლიან ქუჩაში, ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ - მეზობლად და გვემუქრებიან კიდეც რევანშით - განა ეს "ევროპული დემოკრატიის" უმაღლესი გამოვლინება არაა?! განა მარტო ეს არ არის საკმარისი საქართველოს ევროკავშირში მისაღებად?!

   ... სამიტი 23 ივნისს დაიწყება და მეორე დღეს, 24 ივნისს, საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა წინააღმდეგ ხმას მისცემს და მას „ფოჩიანი კანფეტის შეფუთვაში“ მოათავსებს (როგორც ეს მოხდა MAP-ს მინიჭების შემთხვევაში), რომელსაეწერება - „მუშაობის გაგრძელება ევროსტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, სასამართლო სისტემის სრულყოფილება“, „ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელება“, „ოპოზიციისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა“. და რაც მთავარია, 24 ივნისს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებისა და ამავდროულად, უკრაინისთვის მინიჭებით, გაკოტრებული Failed Union საკუთარი უნიათობის დემონსტირებას მოახდენს, რადგან ვერ შეძლებს ადეკვატურად ახსნას თავისი უარის რეალური მიზეზები. თუკი, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უპირობოდ არ აღიარებს სამხრეთ კავკასიას რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ზონად, ოღონდ ამის ღიად გამოცხადებისა „უხერხულება“! აი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრების პერსპექტივაზე უარს ეტყვიან, მაგრამ ის რომ რუსეთს „არ დარჩეს“, გააგრძელებენ მის „კვებას“ აუხდენელი იმედებით! ასე იყო ნატოს შემთხვევაშიც - რათა საქართველო ებრძოლ ავღანეთში, გახსნა სასწავლო ცენტრები, ჩატარებინა ნატოს წვრთნები და არც ფიქრ ევრაზიულ კავშირში გაწევრებაზე... ნატო და ევროკავშირი როგორცავი ძაღლები“ - საქართველოს თავისთან არ იღებენ და სხვებსაც არ აძლევენ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 6 ივნისი
საქართველო, თბილისი