საზოგადოება
ევროპის კონტინენტზე ამ გაზაფხულს დაფიქსირებულმა გვალვებმა შესაძლოა, საკვებ პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. გაეროს სურსათის სააგენტო, რომელმაც სურსათის ფასების მხოლოდ 4-5%-იანი ზრდა ივარაუდა, ამ ვარაუდს აუქმებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში სურსათზე ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რამაც 2008 წლის სასურსათო კრიზისის განმეორების საფრთხე შექმნა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის განმეორება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.
მსოფლიოში ბურღულეულის ფასები აპრილის ბოლოსთვის საშუალოდ 70 პროცენტით გაიზარდა, რაც წინა მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.
ფასების ზრდა ქართველი იმპორტიორებისთვისაც შემაშფოთებელია.