აქტუალური
საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0307 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0307 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2477 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.