საზოგადოება
დავფიქრდეთ, პუტინისა და რუსეთის ლანძღვა-გინების დროშით საქართველოში ანტიქართული ძალა ხომ არ დააჯდა თავზე ხალხსა და ქვეყანას

tetrebiსაქართველოში უკვე მერამდენედ ანტირუსული ისტერიაა. დრო ადასტურებს, რომ სწორედ ანტირუსული ისტერიაა ქვეყნის დამონების, მაგრამ პრეზიდენტთათვის სკამის შენარჩუნების ნაცადი ქართული იარაღი.

დააკვირდით ჩვენს მიერ წარმოდგენილ სქემას, არც ერთ ეპოქაში არც ერთი მმართველობის დროს, მთავარ სტრატეგიულ ობიექტებს საქართველოში არასდროს ასე რუსეთი არ ფლობდა და არ აკონტროლებდა, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი, როგორც დღეს, რუსეთის ნომერ პირველ მტრად გამოცხადებული და თვითრეკლამირებლი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

სახლში შუქი გვაქვს?- რუსული კომპანია გვაწვდის. სახლში გაზი გვაქვს?- რუსული კომპანია გვაწვდის. სახლში წყალი გვაქვს? – რუსული კომპანია გვაწვდის. ანუ ყველაფერი იმით, რითაც საააშვილი ტრაბახობს, რომ ადრე შუქი წყალი გაზი არ გვქონდა დღეს კი გვაქვსო, ყველაფერ ამას მიხეილ სააკაშვილს რუსულიკომპანიები უგვარებენ.

მთავარი კომუნალური გადასახადები – დენის, გაზის, წყლის, ნაგვის გადასახადის ჩათვლით, რომლებიც ასე უზომოდ არის გაბერილი და გაზრდილი და საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოდის- რუსულ ფირმებში მიდის.

ჩვენი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრე, ჰიდრორესურსები რუსული სახელმწიფო კომპანიების კუთვნილებაა. ჩვენი ქვეყნის ოქროს, მარგანეცისა და სხვა საბადოები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ეკუთვნის … ქართული ბიზნესის უდიდეს ნაწილს სწორედ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული და ამავე დროს სააკაშვილის მეგობრები და სააკაშვილის მიერვე უზომოდ გაყოყოჩებული რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენები არიან. (შარანგიების ოჯახი, ძმები ფიფიები, სიჭინავა, …)

დავფიქრდეთ, პუტინისა და რუსეთის ლანძღვა-გინების დროშით საქართველოში ანტიქართული ძალა ხომ არ დაგვაჯდა თავს ხალხს და ქვეყანას?

 

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“

თემურ შაშიაშვილი