პოლიტიკა
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან და თავის ჩილელ კოლეგას სებასტიან პინიერასთან.
„ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს“, – აცხადებს სააკაშვილის ადმინისტრაცია ჩილეს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის თაობაზე.
როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომში ვიზიტის ფარგლებში, სადაც მან იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.