აქტუალური
პორტუგალიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა

saelCo_portugaliaსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით,

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი გორგილაძემ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანიბალ კავაკუ სილვას რწმუნებათა სიგელები გადასცა. გიორგი გორგილაძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გიორგი გორგილაძე შეხვდა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანიბალ კავაკუ სილვას. საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ლისაბონში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა პირობა არსებობს ეკონომიკის, ბიზნესსექტორების თანამშრომლობის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

გიორგი გორგილაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ თუ სხვა რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროცესებზე.