რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ეკონომიკურმა აუტოდაფემ, რომლის შესახებაც პუტინმა განაცხადა, შესაძლოა ევროპელი ლიდერების პოლიტიკური სუიციდი გამოიწვიოს

   იმედი, რომ პანდემიის შემდეგ ადამიანები უფრო დაჭკვიანდნენ და სიკეთით აივსნენ, არ გამართლდა - ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლების მიერ ფულის გაკეთების დრო შეიცვალა იარაღისა და საბრძოლო მასალის მწარმოებლებისთვის ზემოგების დროით. გლობალური პროექტის - "კორონავირუსი" დასრულებისთანავე აშშ-მა წარმოადგინა ახალი სუპერმომგებიანი პროექტი "ევროკავშირის უარი რუსეთის ენერგომატარებლებს" (შემდგომში ტექსტში - პროექტი). თუმცა მას შემდეგ, რაც "ყირიმის ანექსია", როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადების და რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმის მიზეზი, პრეზიდენტმა ტრამპმა ამოწურა (ძლივს ეყო „Nord Stream 2“-ის დაბლოკვას!), ახალ საბაბად "უკრაინის ანექსია" გამოაცხადეს, რითიც აიძულეს რუსეთი დაეწყო სამხედრო სპეცოპერაცია დონბასში.

კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებმა, როგორც პუტინმა განაცხადა 17 მაისს ნავთობმრეწველობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ თათბირზე, ყველნაირად წაახალისეს კიევის ხელმძღვანელობაში ნაციონალისტური, ნეოფაშისტური ელემენტები, აგდებით კიდებოდნენ პრობლემებს, რომლებიც გროვდებოდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით და, არსობრივად, 8 წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს საომარი მოქმედებების გაგრძელებას“. ანუ, აშშ და მისი ვასალები ნატოს მხრიდან, სირიაში “ისლამური სახელმწიფოსა“ და ავღანეთში თალიბებისგან გაქცევის შემდეგ, მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ სხვისი ხელით, მათ აავსეს უკრაინელები იარაღითა და მილიარდობით დოლარით (რომელთა უმეტესობა კიევის ხელმძღვანელობაჩაჯიბა), რომლითაც ათასობით უცხოელი დაქირავებული მებრძოლი მოიწვიეს, რადგან ნაციონალისტური, ნეოფაშისტური ელემენტები“ საკმარისი არ აღმოჩნდა. ნაციზმის ბაცილამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინელების გარკვეულ ნაწილში „თვლემდა“, ალბათ ჩერნობილის ავარიის შედეგად, გაიღვიძა და არაბუნებრივი დიდი ზომა შეიძინა, როგორც ეს რადიაციის გავლენის ქვეშ ხდება. ან, შესაძლოა, „ოზვერინის“ შედეგად, რომელიც წარმოებულია უკრაინაში პენტაგონის ბიოლაბორატორიაში, რომელმაც უკრაინელები გადააქცია უგრძნობ და უგულო რობოტებად. ასეა თუ ისე, ახალი პროექტის შედეგად აშშ მდიდრდება, ევროპა აგებს და იღუპებიან ნაციზმის სასიკვდილო დოზით ინფიცირებული უკრაინელები.

   აშშ-ის ახალი ეკონომიკური პროექტის მიზანი - რუსული ნახშირწყალბადების ევროპიდან გაძევება, მათი ამერიკულით ჩანაცვლება, რუსეთის ეროვნული ეკონომიკის უპრეცედენტო დასუსტება მისი წამყვანი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაციის დაბრკოლებით - მიუღწეველია მრავალი მიზეზის გამო. როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც რომის პაპს უწოდა "ცნობილი აფრო-ამერიკელი ბეისბოლისტი ამერიკაში", ამჯერად აერია ევროკავშირი უკრაინაში, რომელშიც, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობისას, ჩქმალავდა თავისი ვაჟის, ჰანტერის გაზთან დაკავშირებულ მაქინაციებს (უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზეზი გაზის მომპოვებელ ჰოლდინგ „Burisma“-სთან დაკავშირებული სკანდალის ჩახშობაა, მისი სამუდამოდ დავიწყებით). აშშ-დან ევროპაში ენერგორესურსების იმპორტი გემებით არარენტაბელურია, ფიუჩერსები, რომლებიც მკვეთრად ავარდა ანტირუსული სანქციების გამო, ბევრად მომგებიანია. რაც შეეხება ნორვეგიას, მას შეუძლია დააკმაყოფილოს ნახშირწყალბადებზე ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნილების მხოლოდ მეოთხედი და მისი პრიორიტეტი ყოველთვის იქნება ანგლოსაქსების უზრუნველყოფა - ექსპორტი დიდ ბრიტანეთში, რომელიც აშშ-ს ერთადერთი თუ არა, მთავარი მოკავშირეა ევროპაში და პარტნიორიც ზემოაღნიშნულ ანტირუსულ პროექტში.

   და რატომ არიან სხვა დროს ევროკავშირის ცივად პრაგმატული ლიდერები ასე არაშორსმჭვრეტელნი, რატომ აურიეს პოლიტიკა ენერგეტიკაში, რისთვისაც მიაყენეს ზიანი თავიანთ წლობით დალაგებულ ეკონომიკას, მრეწველობას, ტრანსპორტს, ბიზნესს, საბანკო სექტორს, რაც აუტანელ ტვირთად დააწვა ევროპელი მომხმარებლის - გადასახადის გადამხდელის მხრებს? იქნებ ევროპულ პოლიტიკურმა ელიტას მათი ვაქცინებით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გართულებები დაეწყო?! პუტინი ამბობს, რომ აბსოლუტურად პოლიტიკური შეფერილობის მიზეზებით, საკუთარი ამბიციების გამო და ამერიკელი სიუზერენის ზეწოლის ქვეშ, ევროპული ქვეყნები სულ ახალ და ახალ სანქციებს აწესებენ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე“. ამან გამოიწვია ინფლაცია, რომელსაც ევროპაში რუსული ენერგეტიკული ინფლაცია“ უწოდეს. ევროპელებმა აღიარეს, რომ რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმა ჯერ არ შეუძლიათ და მათ მიერ რეკლამირებული ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები ვერ გაუწევენ კონკურენციას ტრადიციულს. რა ენერგოჩანაცვლებაზე არის აქ საუბარი?! იქნება შთაბეჭდილება, - ამბობს პუტინი, - რომ დასავლელმა კოლეგებმა - პოლიტიკოსებმა და ეკონომისტებმა - უბრალოდ დაივიწყეს ელემენტარული, საბაზო ეკონომიკური კანონების საფუძვლები, ანდა, საკუთარი თავის საზიანოდვე, ურჩევნიათ განზრახ უგულებელყოისინი. არ შეიძლება ევროპელებს არ ესმოდეთ, რომ ევროპის მიერ უგულებელყოფილი რუსული ენერგორესურსები დივერსიფიცირებული და მიმართული იქნება სხვა მიმართულებით, მაგალითად, ჩინეთისკენ, საიდანაც მაღალტექნოლოგიური პროდუქტი უკუსვლით შემოვა რუსეთში, რაც, „ფასი-ხარისხის“ პრინციპის გათვალისწინებით, უკონკურენტოა აშშ-ისა და ევროპის შიდა ბაზრებზეც კი. შეუძლებელია დასავლეთი ვერ ხვდებოდეს, რომ მათი წინდაუხედავი ქაოტური ნაბიჯები იწვევენ რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის შემოსავლების ზრდას“, ანუ უპრეცედენტოდ ამდიდრებენ რუსეთს! დოლარის კურსი ეცემა რუბლის მიმართ, რომელიც კონვერტირებადი ვალუტა ხდება.

   ”ასეთი ეკონომიკური აუტოდაფე, თვითმკვლელობა, - ამბობს პუტინი, - ეს, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნების შიდა საქმეა”. პუტინი რუსეთის პრეზიდენტია და, შესაბამისად, მისი მხრიდან არაკორექტული იქნებოდა ამ აზრის გაგრძელება. მაგრამ მე არაფერი მიშლის ხელს პროგნოზის გაკეთებაში, ამიტომ ვაცხადებ, რომ რუსეთთან ეკონომიკური ხიდების დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ევროპელი ლიდერების პოლიტიკური სუიციდი, რომლებმაც ეს ტოდაფე მოაწყვეს! ნუთუ მაკრონმა უკვე დაივიწყა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები?! ნუთუ აშშ-მა დაივიწყა აფროამერიკელთა აქციები, როცა აშშ-ის მამების ქანდაკებებს კვარცხლბეკებიდან პირდაპირ პოტომაკში გადაუძახეს?! ნუთუ დაივიწყა ბაიდენმა, როგორ გახდა პრეზიდენტი და როგორ შეიჭრნენ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში?! საფრანგეთი და აშშ მაშინ ერთ ნაბიჯში იყვნენ სამოქალაქო ომისგან, ხოლო მათი პრეზიდენტები სასწაულებრივად გადარჩნენ! და დღეს ევროპელები და ამერიკელები არ მოითმენენ დისკომფორტს მათი ამბიციური ლიდერების არასწორი გათვლების, ან რუსოფობიის გამო, ისინი არ არიან მიჩვეულები და არც იცხოვრებენ სიცივეში და შიმშილში, ცხელი წყლისა და ბენზინის გარეშე მათი მანქანების ავზებში! ამიტომ, ელოდეთ მათ მალე ქუჩაში, ბატონებო! მსოფლიო რევოლუცია გნებავთ?! თქვენ მას მიიღებთ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 18 მაისი
საქართველო, თბილისი