რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ დაიწყეს საქართველოსთვის ჩამორჩენა თავისი სიზუსტით ცნობილმა შვეიცარიულმა საათებმა?

   1999 წელს, ნატოს გაფართოების მე-4 ტალღასთან ერთად, დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა, რომელთაც დასავლეთი უწევდა ანგარიშს 1945 წლის გამარჯვებიდან 54 წლის განმავლობაში. მე-4-ს მოჰყვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ტალღები, ისტორიის ფალსიფიცირება, სადაც სსრკ და სტალინი თანდათან დიადი გამარჯვებიდან - ნაცისტურ გერმანიამდე და ჰიტლერამდე ჩააჩოჩეს, საქმე ევროპის განმათავისუფლებელის - საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების აღებამდეც მივიდა. 2022 წელს, სავარაუდოდ, ნატოს გაფართოების მე-9 ტალღის მოწმენი გავხდებით, სადაც მიიღებენ შვედეთსა და ფინეთს, რომელთა ნეიტრალიტეტი ტრადიციულად მიიჩნეოდა პოლიტიკური პრაგმატიზმის ნიმუშად. მათ, ვისთვისაც ჯერაც ძვირფასია მელიტონ ქანთარიასა და „ჯარისკაცის მამის“, ელბაზე შეხვედრისა და „ნორმანდია-ნიმენზე“ ხსოვნა, გაკვირვებული ადევნებენ თვლაყურს, თუ როგორ დაიწყეს აშშ-სა და ევროპის ნამუსგარეცხილმა და წინდაუხედავმა ლიდერებმა ომი რუსეთის წინააღმდეგ.

იმიჯი დაკარგა შვეიცარიამაც კი - უნიკალურად ზუსტი საათებისა და სანდოობის თალსაზრისით უნაკლო რეპუტაციის მქონე ბანკების სინონიმმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოლაპარაკებების ტრადიციული პლატფორმამ. უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა „Credit Suisse“-მა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს 800 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა და ბერმუდის კუნძულების სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად 600 მილიონ დოლარზე მეტის დროულად გადახდაზე უარი განაცხადა, შეფერხების მოტივად კი „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა, გეგონება შვეიცარიის ბანკს, ან საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს უკრაინის ომთან რაიმე კავშირი ჰქონდეს! ამასთან, დასავლურმა ბანკებმა რუსეთს გაზპრომის“ ანგარიშებიდან 300 მილიარდი დოლარი მოპარეს და თუ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის ამ კომპანიის აქციონერი, მაშინ მანაც ზარალი განიცადა.

   ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს საქართველოში არ გაისმის პროპაგანდისტული გამოსვლები საქართველოს მიერდასავლური ღირებულებებისერთგულებაზე, რომელთაგან მთავარსდასავლურ დემოკრატიასეძახდნენ - ძალიან რთულიადასავლურ დემოკრატიაზელაქლაქი, როცა ნაქები დასავლეთი ლახავს საფუძველთა საფუძველს - რომის სამართალს, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპზე აგებულ სამართლებრივ სისტემას! ჯანდაბას ბოლშევიკები ან სააკაშვილი, ექსპროპრიაცია მათი მეთოდი იყო, მაგრამ განა ეს ეკადრება დასავლეთს - „დემოკრატიის შუქურას“?! დასავლეთს დღეს სურს სამაგალითოდ დაისაჯოს ივანიშვილი - წაართვას მისი კუთვნილი აქტივები, რათა აიძულოს ის, პოლიტიკაში დაბრუნდეს და რუსეთს ზურგში დანა ჩაარტყას აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთში და ამით აიძულოს რუსეთი იომოს ორ ფრონტზე - პირველ უკრაინულსა და მეორე ქართულ ფრონტებზე! ნუთუ ასეთი პოლიტიკაა „დასავლური დემოკრატიის მაგალითი, „დასავლური სტანდარტები“, რომლებსაც საქართველო უნდა შეესატყვისებოდეს ნატოსა და ევროკავშირში მისაღებად?! დასავლეთს დაავიწყდა, როგორ ააფეთქა სააკაშვილმა ქუთაისში დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი, რომლის დროსაც პატარა გოგონა დაიღუპა, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ სწორედ ექსპრემიერ-მინისტრი ივანიშვილის პოლიტიკისა და მის მიერ შექმნილი პარტიის წყალობით, საქართველო 10 წელია, 2012 წლიდან მოყოლებული, ომების გარეშე ცხოვრობს, კატეგორიული უარი თქვა ანტირუსული სანქციებისთვის შეერთებაზე და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე.

   სწორედ ამიტომ, რადიკალური ქართული ოპოზიციის ახალმა კერპმა, სამშობლოს მოღალატემ ნდრეი პიონტკოვსკიმ, შვეიცარიული ბანკის „Credit Suisse“-ის თვითნებობის სინქრონულად, გამოაცხადა ივანიშვილის სანქციების სიაში შეყვანის საჭიროების“ შესახებ, რათა ივანიშვილს შეშინებოდა და გაქცეულიყო საქართველოდან, მისი რეჟიმი კი დაცემულიყო. ეს იდეა, მისი აზრით, პრეზიდენტი ბაიდენისთვის მაკფოლ-ერმაკის ჯგუფს უნდა მიეწოდებინა“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ყველაფერი გასულ კვირას მოხდა და დაემთხვა რადიკალური ოპოზიციის ისტერიული კამპანიის პიკს, რომელიც ითხოვდა ციხეში „მომაკვდავი“ სააკაშვილის ევროპაში, კერძო კლინიკაში სამკურნალოდ გაგზავნას. სინამდვილეში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის აინტერესებს, უბრალოდ, სურთ აიძულონ მმართველი პარტიაქართული ოცნებადა ქართული მთავრობა დაარღვიონ ქართული კანონი, რომლის მიხედვითაც, ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს. თუ დაიშვება სამართლებრივი ნონსენსი - სააკაშვილის საზღვარგარეთ გაგზავნა - ვერ იარსებებს საფუძველი ციხიდან არ გათავისუფლდეს ნებისმიერი პატიმარი, ვინც იდენტურ მოთხოვნას წამოაყენებს.

   ბატონებო, ნუთუ არ არის საკმარისიდამთხვევაიმისთვის, რომ ყველა ზემოაღნიშნული მოვლენის უკან დავინახოთ საქართველოზე დასავლური ზეწოლის ერთიანი სცენარი?! მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, ისევე როგორც ამაში მონაწილე აშშ და ევროკავშირის ელჩები, რა თქმა უნდა, ვერაფერს ამჩნევენ, პირიქით, ადანაშაულებენ მმართველ პარტიასა და მის ლიდერებს საქართველოში კრემლის ინტერესების რეალიზებაში, ანტიდასავლურ ინსინუაციებში, უსაფუძვლო დასავლურ ფობიებსა და „პროპაგანდისტულ შტამპებში - ომის პარტია და მეორე ფრონტი. რაც შეეხება ომის პარტიას - დიახ, ეს ტერმინი „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში მართლაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შემოიღეს, მაგრამ მეორე ფრონტი პირველმა გამოვიყენე თქვენმა მონა-მორჩილმა ყოველ პუბლიკაციაში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ის მხოლოდ ორი თვის შემდეგ აიტაცა, როცა არესტოვიჩებმა და პოდოლიაკებმა, ასევე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა, პირდაპირ მოსთხოვეს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი კიევის დასახმარებლად, ამავდროულად გამოიყენოს უნიკალური შანსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად. ეს აიტაცა ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელმაც მხარი დაუჭირა არა მხოლოდ "მეორე ქართული ფრონტის" გახსნას, არამედ ქართული არმიის ელიტარული ქვეგანაყოფების - ერაყისა და ავღანეთის ომგამოვლილი საკონტრაქტო სამხედროების - პირველ უკრაინულ ფრონტზე გაგზავნასაც! ქართული სახელმწიფოს მტრები, რუსეთში მარადიული მოწუწუნე დეკადენტ-დისიდეტების მსგავსად, არა მხოლოდ არცხვენდნენ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს შიგნით, ადანაშაულებდნენ რუსეთისთვის ტვირთების ფარულად მიწოდებაში სანქციების გვერდის ავლით, არამედ მიმართეს ყველა დასავლურ სახელმწიფოს თხოვნით - გამოეცხადებინათ სანქციები … საქართველოს წინააღმდეგაც!

   საქართველოსთვის სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ და უკრაინის ელჩის გაწვევის იქით საქმე ჯერ არ წასულა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად ფხიზლად უნდა იყოს. მაგალითად, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან ფუნქციონირებს რუსეთის ფედერაციის ინტერესტთა სექცია, ხოლო შვეიცარიული ბანკი Credit Suisse არღვევს ბიძინა ივანიშვილის უფლებებს, რომელმაც საქართველოში 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბანკები და საათები შვეიცარიისთვის სავიზიტო ბარათია, იგივეა, რაც გაზი და ნავთობი - რუსეთისთვის, შვეიცარიული Credit Suisse ისეთივე ჰოლდინგია, როგორც რუსული გაზპრომის“ ჰოლდინგი, შესაბამისად, მთელ მსოფლიოში Credit Suisse ასოცირდება შვეიცარიის კონფედერაციასთან ისევე, როგორც „გაზპრომი“ ასოცირდება რუსეთის ფედერაციასთან. შეიძლება კი ამის შემდეგ ენდო საქართველოში შვეიცარიის საელჩოს? საჭიროა კი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება, ეს ხომ არ არის ამ მოლაპარაკებების ყველა რაუნდის ფიასკოს მიზეზი, რომ ისინი იმართება შვეიცარიაში, ჟენევაში და არა თბილისსა და მოსკოვში?! რატომ დაიწყეს საქართველოსთვისჩამორჩენამთელ მსოფლიოში სიზუსტით ცნობილმა შვეიცარიულმა საათებმა?

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, აღადგინა რუსეთთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები, შემოიღო ახალი თანამდებობა - პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში, ხოლო რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე საათები იყო დარჩენილი, რომ არა ოპოზიციის ცნობილი პროვოკაცია - ე.წ. „გავრილოვის ღამე. ამიტომ, საქართველოში არასოდეს იქნებამეორე ქართულიდაპირველი უკრაინულიფრონტი, არამედ იქნებიან სოხუმი და ცხინვალი!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 16 მაისი
საქართველო, თბილისი