უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - დასავლური ქვეყნების ელიტები მზად არიან, გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად დანარჩენი მსოფლიო მსხვერპლად შესწირონ

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ წინდაუხედავი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტ დარტყმას აყენებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთის "სანქციებით შეპყრობის" გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს "ყველაზე რთულ, გადაუჭრელ შედეგებს" როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის. პუტინის მტკიცებით, რიგ ქვეყნებს უკვე ექმნებათ შიმშილის საფრთხე და თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, ევროკავშირსაც შესაძლოა დაემუქროს შედეგები, რომელთა შეცვლაც რთული იქნება.

"ამაში მთლიანად დამნაშავე არიან დასავლური ქვეყნების ელიტები, რომლებიც თავიანთი გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად მზად არიან მსხვერპლად შეწირონ დანარჩენი მსოფლიო", - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი უმკლავდება დასავლეთის სანქციებით პროვოცირებულ გარე გამოწვევებს და ქვეყანაში ინფლაცია მცირდება.

interpressnews