უცხოეთი
ნედ პრაისი - ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით, იტყვის თუ არა აშშ უარს ნატო-ს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო ისე, რომ პასუხი არ ჰქონდა დაბრუნებული ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებებზე.

„ორი სხვადასხვა საკითხია. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრაისმა.

1tv.ge