რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ტანკმა „სროლა“ დაიწყო, ანუ რაზე დუმან რუსი დიპლომატები თბილისში

   ჩემმა გუშინდელმა მონათხრობმა ისტორიამ კუკიის საძმო სასაფლაოზე "უცნობების" მიერ წაბილწული ტანკის შესახებ არა მხოლოდ ღრმად აღშფოთებული მოქალაქეების გულისწყრომა გამოიწვია, არამედ მას მოულოდნელად გაგრძელდა მოჰყვა. აღმოჩნდაა, რომ „უცნობებმა“, რომლებიც, სავარაუდოდ, ორი ნაბიჯში მდებარე პოლიციის განყოფილების ვიდეოკამერებზე დაფიქსირდნენ, წარწერები „За Сталина!“, „ За Родину!“ თეთრი საღებავით დაფარეს ცოტა ხნის წინ, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ (აშკარად - სოლიდარობის ნიშნად იმ "მოძმე" ქვეყნის მიმართ, რომელმაც ელჩი საქართველოდან გაიწვია და საქართველოს მთავრობას უგვანოდ ლანძღავს). ხოლო გამარჯვების დღის - 9 მაისის წინა დღეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის თანამშრომლებმა კუკის სასაფლაოზე შაბათობა მოაწყვეს.

   „საქართველოში აკრედიტებულმა რუსმა დიპლომატებმა თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, რომელიც დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი უდიდესი საძმო სასაფლაოა საქართველოში, დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს. ე. წ. შაბათობის ფარგლებში, რუსმა დიპლომატებმა წესრიგში მოიყვანეს წითელი არმიის მებრძოლების საფლავები, ისევე, როგორც საბრძოლო დიდებისა და დიდი სამამულო ომის მემორიალის წინა მოედანი”, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "NEWS FRONT". ეს კი ნიშნავს, რომ რუსმა დიპლომატებმა - უღრმესი მადლობა მათ გმირების ხსოვნისადმი ამ პატივის მიგებისთვის! - დაინახეს თეთრი საღებავით დაბინძურებული ტანკი ნაგვით დახშული ლულით, რომლის გვერდითაც ფოტოები გადაიღეს. მით უმეტეს, რომ გასული 2021 წლის 9 მაისს, იმავე რუსმა დიპლომატებმა გვირგვინებიშეამკეს მემორიალი კუკიის სასაფლაოზე და ამიტომ კარგად ახსოვდათ, რომ ტანკს ჰქონდა წითელი წარწერები და ხუთქიმიანი ვარსკვლავები, რომლითაც მან წარმატებით მიაღწია ბერლინამდე. მაგრამ რუსი დიპლომატები მოკრძალებული ხალხია და ამაზე სიტყვაარსად დასცდენიათ, რუსულმედიისთვისაც კი არ უთქვამთ.

   მოკრძალებულმა რუსმა დიპლომატებმა, სასაფლაო საკუთარი ხელით რომ დაასუფთავეს, ამის შესახებ არც საქინფორმს, არც რომელიმე ქართულ ტელეკომპანიას ან გაზეთს არ შეატყობინეს. რუსმა დიპლომატებმა დიპლომატიურად არ უსაყვედურეს ქართველებს, რომ ქართულ მიწაზე გმირების საფლავებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ და არა მათ, სტუმრებმა! და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტყვაძუნწმა რუსმა დიპლომატებმა ვინმეს მოუთხრონ, რატომ არ იღებს ინტერესტთა სექციასთან არსებული საქართველოში რუსეთის თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო (КСОРСГ) ათიათასობით დოლარს მოსკოვიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა საფლავების მოსავლელად, როგორც წინა წლებში. რუსმა დიპლომატებმა შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ამ ფულს ვინმე“ იჯიბავდა და ამიტომ დღეს კუკის სასაფლაო, რომელიც მათ გაასუფთავეს ნაგვისა და სარეველებისგან, ისევე როგორც სხვა საძმო სასაფლაოები საქართველოში, სავალალო მდგომარეობაშია...

   აქ წერტილს დავსვამ, თუმცა რაღაც მკარნახობს, რომ ეს ისტორია კვლავაც გაგრძელდება და ტანკი ისევ "გაისვრის"...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 10 მაისი
საქართველო, თბილისი