დაკავება ყალბი უცხოური ვალუტის შეძენა-გასაღების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული არიან წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები თამილა ჩანგელია, გია არახამია და ნუგზარ სულამანიძე. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა 700 დოლარისა და 60 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს 2000 ყალბი აშშ დოლარი გადასცეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, თანხა ყალბი 100-დოლარიანი კუპიურებისგან შედგებოდა, რომლებიც ნამდვილი ფულისგან ძნელად განირჩეოდა.
წინასწარი გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.