რელიგია
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

“ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.