რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო ვალდებულია სარკისებურად გაიწვიოს თავისი ელჩი და შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც არამეგობრულ სახელმწიფოსთან

     რაც მეტს უთმობს ოფიციალური თბილის კიევის ხელისუფლებას, მით მეტ სილას იღებს მისგან საპასუხოდ!

   ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს კი არ დაწყებულა, არამედ დიდი გამარჯვებიდან 46 წლის შემდეგ: 1991 წელს, გერმანიის გაერთიანებიდან ერთი წლის შემდეგ, სსრკ-მ დიდი მარცხი განიცადა - იქნა ლიკვიდირებული და დანაწევრებული, როგორც გერმანია 1945 წელს. სსრკ ერთი გასროლის გარეშე განადგურდა – „ცივი ომით“, რომელსაც დღეს ჰიბრიდულს უწოდებენ, რომლის მთავარი იარაღია მედია-პროპაგანდა და ეკონომიკური ბლოკადა, რომელსაც დღეს სანქციებს უწოდებენ. იმავე 1991 წელს დასავლეთში დაიგეგმა შემდეგი ეტაპი - უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვათა დანაწევრება.

   უკრაინა და საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთა მოსახლეობაც საბჭოთა კავშირის შემდეგ მედია-პროპაგანდით საფუძვლიანად დამუშავდა. მედია-პროპაგანდამ, როგორც მჟავამ, ქართველი ობივატელის გონების ყველა ხვეულაგადაწვა, შექმნა რა პირდაპირისაკომუნიკაციო მილი („communication pipe“). ახლა იქ ერთი ბოლოდან პროპაგანდისტული მედია რასაც ასხავს, მეორე ბოლოდან გამოდის, რაც ძალიან მოსახერხებელია - ღა არის საჭირო ინფორმაციის გააზრება-დამუშავება! რუსი სამხედროები ბავშვებს აუპატიურებენ!” - შთააგონებენ დღეს ქართველებს, საპასუხოდ, საჭიროა მარტო ხელის აწევა ნაცისტურად და ისტერიული შეძახილი: ხეროიამ სლავა! რუსკი კორაბლ იდი ნახ..!“. (საქართველოში ეროვნული უმცირესობები, რომლებიც მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენენ, არ ექვემდებარებიან მედია პროპაგანდას სამი მიზეზით: მედია, თითო-ოროლა გამონაკლისით, მხოლოდ ქართულად მაუწყებლობს; ნაცმენები ფლობენ რუსულ ენას, ამიტომ უყურებენ რუსულ ტელევიზიას და ადვილად ამოიცნობენ ფეიკებს; არაქართველი მოსახლეობა ფარულად უჭერს მხარს რუსეთს, რომელიც დღეს უკრაინელ ნაცისტებს ებრძვის, ახსოვს რა, როგორ არღვევდნენ ადგილობრივი ნაცისტები მათ უფლებებს საქართველოში.)

   ქართული პროპაგანდისტული ტელეკომპანიების („მთავარი“, „პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“) მიერ ზომბირებულმა შიდა ქართლის მოსახლეობამ, უკრაინის დროშებით ხელში, დაიჩოქეს საქართველოს სამხედრო გზის პირას გორიდან ერგნეთამდე - იმ კორტეჟის გზაზე, რომლითაც მიაცილებდნენ "გმირის" ცხედარს - უკრაინაში დაღუპულ ქართველ დაქირავებულ მებრძოლს, თუმცა ორი ნაბიჯის მოშორებით, მინდორში, პირქვე ეგდო გორის ცენტრალური მოედნის კვარცხლბეკიდან ჩამოგდებული სტალინის ბრინჯაოს სკულპტურა - ქართველი გენერალისიმუსის, რომელმაც დაამარცხა ევროპული ნაციზმი (როგორც დღეს გაირკვა, არა საბოლოოდ)! საბჭოთა სიმბოლოები - ნამგალი და ჩაქუჩი, ვარსკვლავი და წმინდა გიორგის ლენტი - გათანაბრებულია ფაშისტურთან და აკრძალულია, ხოლო ქართველი ნაცისტების პარტიამ "ნაცმოძრაობა" (ლიდერი - სააკაშვილი) პარლამენტში მოითხოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი დაქირავებული მებრძოლების უფლებების გათანაბრება დიდი სამამულო ომისა და აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულ ვეტერანებთან, როგორც „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა“(?!). თუმცა ვითომდა პროსამთავრობო და სახელმწიფო ტელევიზიებიც კი - იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი - არ აცნობებენ ქართველ ხალხს - როგორ კორექტულად ექცევიან რუსები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, მკურნალობენ, კვებავენ, როგორ ინანიებენ ჩადენილს თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები და რა სიმხეცეებს სჩადიან ყოველდღიურად ნაცბატალიონების ბანდიტები, რომელთაგან ერთმა შეჭამა ... მოკლული რუსი ჯარისკაცი (?!). არადა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ვალდებულია არა მარტო უკრაინული ფეიკები, არამედ თითო-ოროლა დოკუმენტური ვიდეო მაინც აჩვენოს ათასობით არსებულიდან, და დაურთოს გამრატებები ქართულ ენაზე!

   საქართველო უკრაინისთვის იქცა კადრების სამჭედლო და ექსპერიმენტულ პოლიგონად - სააკაშვილი და მისი აქაური გუნდი, რომლებიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ფერადი" სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდნენ და შემდეგ ექსპორტირებული იქნენ უკრაინაში, დავით ჟვანია და დავით არახამია, აზოვსტალის გენდირექტორი ენვერ ცქიტაშვილი და კიდევ ბევრი სხვა ქართველი უკრაინის ხელისუფლებაში შემთხვევით როდი გამოჩენილან, შემთხვევითი როდია, რომ მათი დასავლური ბექგრაუნდი ასეთი მსგავსია! ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკრაინას იმაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, საქართველოს ხელისუფლება, კიევის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან იღებს უპრეცედენტო უხეშ შეურაცხყოფას, რომლის ანალოგიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მოიძებნება. და რაც მეტად ეხმარება საქართველო უკრაინას, რაც მეტად უთმობს კიევის ხელისუფლებას, მით მეტ სილასა და შეურაცხყოფას იღებს საპასუხოდ კიევიდან! გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ნაცისტური ოპოზიციის ზეწოლით, საპარლამენტო დელეგაციის სათავეში, ღრმა სოლიდარობისა და არანაკლებ ღრმა სამძიმრის გამოსახატავად ვიზიტით ეწვია უკრაინას, საპასუხოდ კი - ახალი შეურაცხყოფა მივიღეთ: კიევი დააბრუნებს თავის ელჩს თბილისში მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება მოახდენს უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას და ჩვენ ამას ვიგრძნობთ!“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზელენსკიმ, რომელმაც მანამდე საქართველოს ხელისუფლებას უწოდა ამორალური, კონტრაბანდისტები, პრორუსი, მხდალი და ა.შ.

შედეგი სავსებით მოსალოდნელი მივიღეთ: საქართველოს ხელისუფლება კვლავ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა - უკრაინელი ნაცისტებისთვის ისთავისიანი ვერ გახდა, სამაგიეროდ, ქართული ოპოზიციის დაცინვის ობიექტად იქცა, და ხელსაყრელ მომენტში რუსები ამ ვიზიტს შეგვახსენებენ... ამ ვიზიტით საქართველომ კინაღამ გააქარწყლა თავისი გონივრული გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს და არ გაგზავნოს რეგულარული ქართული არმია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად - უკრაინაში, აფხაზეთსა და ცხინვალში, როგორც ამას ღიად მოუწოდებდნენ ზელენსკი, კულება, არახამია, არესტოვიჩი და სხვა კიეველი ბოსები. საქართველოს ხელისუფლებას არასგზით სურს გაიგოს, რომ არასოდეს იქნება უფრო ახლოს კიევთან, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, ვიდრე სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლებიც ერთმანეთისთვის სისხლისმიერი და მოსისხლ ძმები არიან! ამიტომაც უჭერს მხარს აშშ-ის ელჩი რადიკალურ ოპოზიციას და მის ლიდერს - სააკაშვილს (მერე რა, რომ გიჟია საალაშვილი?! მერე რა, რომ ციხეშია?!). ამიტომაც გააკეთა კიევმა დათქმა - სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ახლა საქართველო უკრაინასთან ერთად მხარდამხარ იბრძოლებდა რუსეთის წინააღმდეგ!

   2019 წლის 28 იანვარს განვაცხადე, რომ უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის და მართალი აღმოვჩნდი. დღეს, ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ეროვნული ინტერესები, შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის ინტერესები ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, სარკისებურად გაიწვიოს საქართველოს ელჩი კიევიდან და შეწყვიტოს დიპურთიერთობა უკრაინასთან, როგორც არამეგობრულ სახელმწიფოსთან! (რუსეთ შეუძლია ეს არ გააკეთოს, რადგან უკრაინა რუსეთმა შექმნა და მისი განუყოფელი ნაწილია.)

   საქართველოში მმართველი პარტია სათანადოდ არასდროს აფასებდა მედია-პროპაგანდის ძალას, ხოლო დღეს თავს იმართლებს, რომ არ ხურავს ზემოხსენებულ ნაცისტურ ტელეკომპანიებს ვითომდა „დასავლური დემოკრატიის სტანდარტების შესატყვისად“. კი, მაგრამ, როდესაც სახელმწიფოში მოქმედებს ნაცისტური იდეოლოგიიპარტია და პროპაგანდისტული ტელეარხები, ეს დასავლური დემოკრატიის სტანდარტებს შეესაბამება?! თუ აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო დახმარება ნეონაცისტებ, უკრაინელი პოლიცაების შთამომავლებ, ბანდერასა და შუხევიჩის თანამოაზრეებთვის აკმაყოფილებს დასავლური დემოკრატიის სტანდარტებს?! რატომაა, რომ საქართველოში, ვისაც რუსეთთან ომი არ სურს, მოღალატეა და ვისაც რუსეთთან ომის უნდა - პატრიოტი?! რატომაა, რომ მოქალაქეები, რომლებიც არ ეთანხმებიან საქართველოს ისედაც ბრიყვულუალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს“, ასევე, მათი ოჯახის წევრები, ამერიკის საელჩოს მითითებით, სპეცსამსახურების მიერ შეტანილი არიან არაკეთილსაიმედოთა სიაში, თუმცა ისინი შეადგენენ მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს?! რატომაა, რომ ყველა საკადრო დანიშვნა და გათავისუფლება აშშ- ელჩის სანქციით ხდება, საპატრიარქოშიც კი?! იმიტომ ხომ არა, რომ ბევრს სიკვდილივით აშინებენ ქართველ ნაცისტებ მომსახურე მედია-პროპაგანდისტები, ბლოგერები და ბანდიტები?!

   დასავლეთი განადიდებდა სააკაშვილს, როგორც "დემოკრატიის შუქურას", სანამ არ იხილა პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ დაკვეთილი წამებისა და მკვლელობის ამსახველი ათიათასობით დოკუმენტური ვიდეო. პაუზა ძალიან ხანმოკლე იყო და დასავლეთმა მალე ისევ ძველი ტაქტიკა ირჩია. მალე დასავლეთი ნაცემი ძაღლივით კვლავ კუდს ამოიძუებ, როცა უკრაინელი ნაცისტების დანაშაულების შესახებ დოკუმენტური ვიდეოები ინგლისური სუბტიტრებით მთელ მსოფლიო მოიცავს! შემდეგ კი საერთაშორისო კომისიები გააკეთებენ თავიანთ დასკვნებს, რომლებიც ბევრად უფრო საშინელი იქნება, ვიდრე ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა...

დღეს საქართველოში დაბრუნდნენ, ნაწილი კი - არა მარტო საქართველოში, არამედ საპარლამენტო სავარძლებშიც! - ქართველი ნაცისტები, რომლებიც ვითომდა იბრძოდნენ უკრაინაში. მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, კერძოდ, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე მსახურობს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში, უსაფრთხოების სამსახურში. მაშ, რატომ არღვევს საქართველოს ხელისუფლება კანონს - არ დააკავა ისინი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, რატომ არიან დღემდე საქართველოს მოქალაქეები, ბევრი კი - პარლამენტის წევრი?! ან ქართველმა ნაცისტებმა - ყველა ამ რუაშვილ-ბარამიძე-ხაბაზი-ელისაშვილმა - აღიარონ, რომ ერთი წუთიც არ უბრძოლიათ, და უკრაინაში მხოლოდ იარაღით ხელში იღებდნენ სელფებს თავიანთი კარიერული მიზნებისთვის (როგორც სინამდვილეში იყო!), ანდა საქართველოს პასპორტები ქართული მოქალაქეობითურთ მაგიდაზე დადონ, როგორც ეს გრძელმა „უკრაინელმა“ სააკაშვილმა გააკეთა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 2 მაისი
საქართველო, თბილისი