აქტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის 31 მაისს, ქ. ათენში (საბერძნეთი) გაიმართა შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) დირექტორთა საბჭოს სხდომა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასა (BSEC) და ევროკავშირს (EU) შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ალტერნატიული გენერალური დირექტორის არჩევის საკითხი.