აქტუალური
რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები გაურკვეველი დროით გადაიდო

wto_shexvedraსაქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების 2 ივნისისთვის დაგეგმილი მორიგი რაუნდი შუამავალი ქვეყნის – შვეიცარიის, თხოვნით გადაიდო, რის მიზეზადაც ტექნიკური საკითხების აუცილებელი დარეგულირება დასახელდა.

„შვეიცარიის პრეზიდენტ მიშელინ კალმი-რეის თბილისში ვიზიტის დროს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რიგ სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის მსო-ში შესაძლო გაწევრების საკითხიც იქნა განხილული. სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ შვეიცარიული მხარის თხოვნით მოლაპარაკებები დროებით გადაიდო“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.