აქტუალური
ნამოხვანჰესის აშენება საფრთხისშემცველია

hesi510 ივნისს ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხის განხილვა გაიმართება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი აშენება რეგიონისთვის სახიფათოა. შესაძლოა, დაიწყოს შეუქცევადი ეკოლოგიური პრობლემები, რეგიონი იქცევა მეწყერსაშიშ ზონად, რამდენიმე სოფელი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, მოხდეს დატბორვაც.

მწვანეთა მოძრაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტულ წინადადებებსა და შენიშვნებს წარუდგენს.