აქტუალური
დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ახალი წესები ამოქმედდა

banki4ახალი წესების თანახმად, კომერციულ ბანკებს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეცვლა მოუწევთ. ბანკი ვალდებულია, სამომხმარებლო კრედიტის ყველა თანმდევი ხარჯი საბოლოო პროცენტში შეიტანოს და კლიენტს ხელშეკრულებაში სესხის ზუსტი განაკვეთი ჩაუწეროს. ბანკმა, ასევე, ზუსტად უნდა მიუთითოს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთიც. გარდა ამისა, უკმაყოფილო მომხმარებლისგან მიღებული საჩივრების შესახებ კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს პერიოდულად ანგარიში უნდა ჩააბაროს.

საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული კანონპროექტის შემუშავება ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, მაგრამ მალევე შეაჩერა ბაზარზე არსებული ლიდერი ბანკების მოთხოვნით. ხელშეკრულებაში ზუსტი პროცენტის მითითება საბანკო ბუმის დროს ბანკების ინტერესებში არ შედიოდა. გაზრდილი თუ ფარული ხარჯების პრობლემამ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში იჩინა თავი და კომერციული ბანკები იძულებული გახდნენ, ახალ წესებს დაემორჩილონ.