სამართალი
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. როგორც თბილისის პროკურორის მოადგილე ვახტანგ იაშვილმა განაცხადა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას ფიროსმანის ტილოსთან ერთად კიდევ 7 ნამუშევარი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეების რუს და იტალიელ ოსტატებს ეკუთვნით. მისივე თქმით, ტილოებს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ყველა აღმოჩენილი ტილო ორიგინალია. თავად საქმისა და ნახატების მოძიების დეტალებს პროკურატურაში არ ახმაურებენ. სამართალდამცველები აღმოჩენილ ტილოებს დღესვე საქართველოს ეროვნულ გალერეას გადასცემენ.