რედაქტორისგან
„თეთრი მონები” - საქინფორმის მთავარი რედაქტორი აშშ–ის ელჩს დახმარებას სთავაზობს

       საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ქალბატონკელი დეგნან,

   მოგმართავთ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელი არნო ხიდირბეგიშვილი, ვის კრიტიკასაც თქვენ არასდროს ტოვებთ უყურადღებოდ - დაუყოვნებლივ პასუხობთ ამერიკის საელჩოს სახელით გაკეთებული განცხადებებით საქინფორმის ხსენიების გარეშე.

   მოგმართავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სურს, რომ იგი მეორე ვადით აირჩიონ. იმის გამო, რომ მიუხედავად ყველა შეცდომისა, ის პირველი იყო, ვინც საჯაროდ გამოფინა ამერიკელი საზოგადოების სნეულებანი - ლგბტ-სა და რელიგიური სექტების მოძალება, ფეიკ-მედია, უაზრო ომები და რევოლუციები მთელს მსოფლიოში მუჭა ხალხის გასამდიდრებლად. დარწმუნებული ვარ - ამერიკის გადასარჩენად ღმერთმა მას ტრამპი გაუგზავნა, როგორც რუსეთს - პუტინი, რათა დაღუპვისგან ეხსნა.

     მოგმართავთ ქართველი, რომელიც პატარაობიდანვე აღფრთოვანებულია ამერიკითა და მისი მიღწევებით, რომელმაც სკოლის წლებში თავისი ოთახის კედელზე გააკრა ამერიკული მრეწველობის დევიზი: თუ თქვენი თხოვნა რთულია, დაუყოვნებლივ შევასრულებთ, ხოლო თუ შეუძლებელია, მაშინ მის შესრულებას გარკვეული დრო დასჭირდება”. თუმცა, ობამა&კლინტონის ადმინისტრაციის დროს, მე ჩემს თანამემამულეებს შევთავაზე არჩევანი: "ღმერთი ან აშშ".

     მოგმართავთ ადამიანი, რომელმაც იცის აშშ-ის ისტორია და უყვარს ამერიკული ხელოვნება, შეხვედრისას კი შეუძლია ფორტეპიანოზე შეგისრულოთ ამერიკული ჯაზის შედევრები.

     მოგმართავთ პუბლიცისტი და ჟურნალისტი, რომელიც შეხვედრია აშშ–ის ყველა ელჩს საქართველოში, ხოლო რიჩარდ მაილს პირადად იცნობდა. თუმცა თქვენნაირი ელჩი, ქალბატონო დეგნან,მე არ მახსოვს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღიდან თქვენ დღედაღამ დაკავებული ხართ საქართველოს საგარეო და საშინაო საქმეებით, იმისდა მიუხედავად, რომ თქვენი სამშობლო - აშშ - ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. როგორც ხვდებით, ვგულისხმობ არა კორონავირუსს, არამედ ყველა იმ „დემოკრატიული ფასეულობის“ ნგრევას, რომლებზეც დგას და რომლებითაც ამაყობს ამერიკაა.

რა უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არის პოლიტპატიმარი, რომელმაც ციხიდან პირდაპირ სადეპუტატო სავარძელში უნდა გადაინაცვლოს, როგორი უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო სისტემა და ა.შ. და ა.შ. - მთელი დღეები თქვენ ჭკუას არიგებთ ქართველებს ამავდროულად დაქრიხართ დურბინდით ქართველებისა და ოსების, ქართველების და აფხაზების გამყოფი მავთულხლართების გასწვრივ, და გულის შეტევებს მართებთ რუსული ბაზების მეთაურებს. მათ ეშინიათ რომელიმე მზედაკრული იდიოტი, ან ექიმ ვაჟასნაირი პროვოკატორი, თქვენი იქ ყოფნითა შეგულიანებული, "შეტევაზე" არ გადავიდეს და არ აიძულოს მათ წესდების მიხედვით იმოქმედონ.

     ამიტომ, საქართველოსთვის დაუღალავი “ზრუნვისთვის” მადლიერების ნიშნად, ინდა დახმარება შემოგთავაზოთ. ინდა დაგეხმაროთ თავის დახსნაში ქართული ისტორიიდან, რომელშიც თქვენ, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურიყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, გემიდან პირდაპირ „მეჯლისზე“ აღმოჩნდით. ხოლო 4 თვის შემდეგ, საქართველოში საპარლამენტო და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კელი - კისინერი - კარპენტერი - ოფის” ხაზი საჭირო აღარ იქნება და უკან გაგიწვევენ, თუკი კვლავაც ამ ხაზს გააგრძელებთ. საქართველოსთვის ეს ჩვეული ამბავია - ორი წლის განმავლობაში იგი მშვიდად ცხოვრობდა ამერიკის ელჩის გარეშე და, როგორც ხედავთ, არაფერი მოსვლია. ამიტომ, ჩემი წერილი თქვენდამი ნაკარნახევიმხოლოდ საუკეთესო განზრახვებითა და საქართველოში აშშ-საელჩოსა და ამერიკელი ელჩის იმიჯზე ზრუნვით! მაშ, ასე:

         ქალბატონკელი დეგნან,

     შემთხვევით რაიმე ხომ არ გსმენიათ თეთრი მონების შესახებ? არა? მხოლოდ შავებზე? მაშინ, ნება მიბოძეთ მოკლედ მოგითხროთ მათ შესახებ. გასულ კვირას დიდი რეაქცია მოჰყვა ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც პაპი ფრანცისე ფეხებს უკოცნის ფერადკანიანებს - სამხრეთ სუდანის ლიდერებს, ასევე ლტოლვილებსა და პატიმრებს. იგივე ხდება დღეს აშშ-ში, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, თეთრი ამერიკელები ქუჩებში ფეხებს უკოცნიან აფროამერიკელებს. ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო მოკრძალებისა და სინანულის გამოხატვის ამგვარი ფორმა, თუმცა საქართველოშიც არიან თეთრი მონები - სააკაშვილის მონები… თქვენ როგორ ფიქრობთ, პატივცემულო კელი დეგან? შემთხვევით ეს ხომ არაფერს გახსენებთ?

ხომ არ მიგაჩნიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიზანშეუწონლად იესოს ზედმიწევნით მიბაძვა, რომელმაც თავის მოწაფეებს ფეხებს ჰბანდა? მოგეხსენებათ, რომ იოანეს სახარებაში აღწერილი რიტუალი, რომელიც ქრისტეს უკიდურესი თავმდაბლობის უმაღლეს ფორმას გამოხატავს, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში სრულდება დიდ ხუთშაბათს ღვთისმსახურების დროს. ამ მოქმედების დასრულების შემდეგ, რომელიც საიდუმლო სერობის დასაწყისში მოხდა, მასწავლებელმა მოსწავლეებს მიმართა დარიგებებით, რომლებიც დასრულდა შემდეგი სიტყვებით: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებეღზე უპირატესი! თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას”.

   „არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი“, - ამბობს უფალი, მაშასადამე, თქვენი აზრით, ისიც რასისტი და მონათმფლობელია?! მოდი, მაშინ ვანდალებმა, რომლებმაც აშშ-ში ძეგლები შებილწეს, ანგრიონ ეკლესიები და დაწვან ჯვარცმები! სხვათა შორის, ცეცხლმოკიდებული ჯვარი კუ-კლუქს-კლანის სიმბოლოა, გსმენიათ ასეთი ორგანიზაციისა და ლინჩის სასამართლოს შესახებ, ქალბატონო აშშ-ის ელჩო? თუ დაინტერდებით ჩემი პოზიციით, რომელიც ემთხვევა იმ ქვეყნის მოსახლეობის აზრს, სადაც თქვენ აშშ-ს წარმოადგენთ, მაშინ იცოდეთ, რომ მოყვასის ფეხების მუხლმოდრეკილი დაკოცნა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მონური ფსიქოლოგიის აშკარა გამოვლინებაა, ისინიც მონები არიან, ოღონდ - თეთრი მონები! რაც შეეხება პაპ ფრისკს, რომელიც ამას არა ღვთისმსამსახურის დროსაც აკეთებს, ვფიქრობ, რომ კათოლიკური სამყაროს ლიდერს სხვა უამრავი შესაძლებლობა აქვს, გავლენა მოახდინოს მოვლენების მიმდინარეობაზე, ვიდრე უღირსი ადამიანების წინაშე მონანიებაა. რატომ უღირსი? ახლავე ავხსენი.

     ნუთუ აშშ-ის მოქალაქე ფერადკანიანებს მხოლოდ დღეს გაახსენდათ, რომ თავისი ორსაუკუნოვანი ისტორიის განმვალობაში ამერიკა !მონათმფლობელური ქვეყანა იყო, თავისი დაკანონებული რასიზმითურთ? რომ იმ მოღვაწეთა უმრავლესობა, რომელსაც ემყარება ამერიკა და ვის ძეგლებსაც დღეს ანგრევენ, მართლაც მონათმფლობელები იყვნენ და თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებდნენ?! მაგრამ ნუთუ ამერიკას ჯერ არ დაუხურავს თავისი ისტორიის სამარცხვინო გვერდები - ისევე, როგორც გერმანიას - ფაშიზმისა?! განა არ აირჩიეს აფროამერიკელი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტად, განა არ აკრძალეს სიტყვა „ზანგის“ გამოყენება, განა არ აიღეს აბრები მხოლოდ თეთრებისთვის“?

ან იქნებ სინდისი გქენჯნით თქვენი წინაპრების გამო, რომლებიც, შესაძლოა, მონათმფლობელები ანდა მონათა ზედამხედველები იყვნენ და ყავის პლანტაციებში აწამებდნენ ზანგებს, პოპულარული სიმღერის "მოკლეს ზანგი“ თანხლებით? არა?! მაშ საიდან გაქვთ ეს მონური ფსიქოლოგია? ეს დანაშაულის კომპლექსია, როდესაც დამნაშავეებს, რომლებიც მაღაზიებს ძარცვავენ და ტელევიზორებს, მობილურებსა და ტანსაცმელს ფუთონით იპარავებ, „საპროტესტო აქციის მონაწილეებს“ ეძახით?! სწორედ ”მშვიდობიანი მომიტინგეები” უწოდეთ პირადად თქვენ ფერადკანიან რასისტებს აშშ-ის საელჩოს სახელით გავრცელებულ ფარისევლურ განცხადებაში, რომლის კომენტარიც სპეციალურად გავაკეთე თქვენთვის 8 ივნისს.

გულახდილად თქვით - ფერადკანიან პოლიციელდაკავებისას ჯორჯ ფლოიდის მსგავსი, ოღონდ თეთრკანიანი ბოროტმოქმედი რომ გაუგუდა, აშშ-ში ვინმე ამას საერთოდ ყურადღებას მიაქცევდა?! რა განსხვავებაა შავსა და თეთრ რასიზმს, შავსა და თეთრ მონებს შორის? თქვენ, ამერიკელ მისიონერს, რომელიც ქართველ აბორიგენებისთვის ამერიკლი დემოკრატიის საქადაგებლად კოლონია “Georgia”-ში ჩამოვიდა, სადაც რასიზმი არასდროს ყოფილა, შეგიძლიათ უპასუხამ კითხვებს? არა?! მაშინ აღიარეთ, რომ თქვენ, დასავლური ფასეულობების მატარებლებმა, დიდი შეცდომა დაუშვით, ეთნიკურ, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების ხაზგასმითდა გათანაბრებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით უმრავლესობის უფლებების შედარებით!

   თქვენ მომატყუეთ, ქალბატონო ამერიკის ელჩო, და გულში ლახვარი ჩამეცით - საელჩოს ზემოთ მოყვანილ განცხადებაში თქვენ აღიარებთ, რომ აშშ დემოკრატიის ეტალონი კი არ არის, როგორც ამას მთელი ცხოვრება გვინერგავდნენ, არამედ მხოლოდ "დიდი ხანია აწარმოებს რთულ ბრძოლადემოკრატიისთვის". როგორც ჩანს, ჯერჯერობით წარუმატებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ „აწარმოებს დიდი ხანია“? ამის მიუხედავად, აწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, თუმცა საზღვარგარეთ ამის შესახებ აშშ-ს არავინ სთხოვს... "ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა შორს არის სრულყოფილებისგან", - ნათქვამია ამ განცხადებაში, ესე იგი თქვენ აღიარებთ, რომ აშშ ბირთვული ზესახელმწიფოა არასრულყოფილი დემოკრატიით?! მაშ, რატომ ახვევთ თავს საქართველოსა და მსოფლიოთქვენხარვეზიან მოდელ (ციტატა განცხადებიან)თანმდევი ძალადობით, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში?! საქართველოში არასდროს ყოფილა ქსენოფობია და ჰომოფობია, ხოლო 80-ზე მეტი ეროვნება და ეთნიკური ჯგუფი მშვიდობიანად ცხოვრობდა, მაშინ რატომ აღიზიანებთ ავტოქტონურ ტრადიციულად მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალურ მოსახლეობას ლგბტ-ს, რელიგიური სექტანტებისა და სააკაშვილის სექტის ექსკლუზიური უფლებებით, ომლებსაც თქვენ, ”ფასილიტატორები”, ჯიუტად ლობირებთ?!

ან იქნებ თქვენმა "მშვიდობიანმა პროტესტანტებმა" ტყუილუბრალოდ როდი აიღეს ქრისტოფერ კოლუმბის ძეგლი, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა? იქნებ დადგა დრო, რომ დროებით ჩაკეტოთ ამერიკა და შინ წესრიგი დაამყაროთ?! ვფიქრობ, COVID-19- ის პირობებში მცირეოდენი თვითიზოლაცია მხოლოდ გარგებთ! დღეს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა მიმდინარეობს თავად ამერიკაში, - იმ სისხლიანი ”ფერადრევოლუციების” საზღაურად, რომლებსაც აშშ მთელს მსოფლიოში აწყობდა, თქვენ მიიღეთ ”შავი რევოლუცია” სახლში. ამიტომ, პირველ რიგში, წესრიგი დაამყარეთ საკუთარ თავებში, და მერე ქართველებს “ღვინის წურვა“ ასწავლეთ!

     მინდა თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთ მიზეზზე შევჩერდე. ძეგლების ნგრევა აშშ–ში არა არტო თქვენი ხალხის კულტურის მაჩვენებელია - ვგულისხმობ ყველას, ვინც არ ეწინააღმდეგება ვანდალებს. ეს არის საზღაური გორში სტალინის ძეგლის დანგრევისდა ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალის აფეთქებისთვის, აც თქვენმა ხელდასხმულმა “დემოკრატიის შუქურამ“ - სააკაშვილმა განახორციელა! ომელსაც, ნანიებ, ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგეთ, რადგან მის უკან თქვენ - აშშ იყავით! მაშ რატომ ბრუნებთ ძალით საქართველოს ხელისუფლებაში ხალხს, რომლებიც ათობით ათასობით ქართველს ისეთი მეთოდებით აწამებდნენ, აც აშშ-ში ყველაზე სასტიკ მონათმფლობელებარ დასიზმრებიათ?! აწამებდნენ ისე, როგორც თქვენჯარისკაცებაწამებდნენ კადაფს, რომელსაც ავტომატის ლულა უკანა ტანში შეტენეს...

   და კიდევ, აშშ-ში მიმდინარე მოვლენები არის საზღაური ისტორიის გაყალბებისდა საბჭოთა კავშირის 27 მილიონი მოქალაქის ხსოვნის შეურაცხყოფისთვის, რომელთა როლსაც ფაშიზმზე დიგამარჯვებაში საერთოდ არ ახსენებთ! ასე განაგრძეთ და საკუთარ სახლში ჩრდილოეთისა და სამხრეთის ახალ ომს მიიღებთ.

   ღმერთმა დამიფაროს ჭკუა გასწავლოთ, მაგრამ განა ასეთი ამერიკა გვიყვარდა?! განა ასეთ ამერიკასთან გვსურს მეგობრობა და ურთიერთობების შენება - და არა სამხედრო ბაზების, სასწავლო ცენტრებისა და სამეთაურო პუნქტებისა?! ნუთუ საქართველო აშშ-სთვის, როგორც პარტნიორი, მხოლოდ ერაყსა და ავღანეთშია საინტერესო?! და კიდევ - როგორც პლაცდარმი სამხედრო ბაზებისთვის შავი ზღვის რეგიონში რუსეთის და ირანის წინააღმდეგ?!

აშშ-ს დიდი ხანია არავინ გაუკვირვებია მეცნიერული აღმოჩენებითა და ხელოვნების შედევრებით, მხოლოდ ვაშინგტონიდან ცხრა მთას იქით ომებით! დღეს ჩინელები, კორეელები და იაპონელები თქვენზე უკეთეს მანქანებსა და კომპიუტერებს აკეთებენ და მთელი ამერიკა იყენებს მათ საქონელს! რუსებს კი ისეთი იარაღი აქვთ, რომელიც არცკი დაგესიზმრებათ. დიახ, უნდა ვაღიარო - ბევრისგან განსხვავებით, თქვენ აფასებთ ადამიანის შრომას და კარგ გასამრჯელოს ხდით დაქირავებულ მუშაკებს, თუნდაც ეს სამუშაო სამშობლოს ღალატი იყოს...

ან იქნებ საქმე იმ 5,5 მილიარდ დოლარია, რომელიც თქვენ დახარჯეთ საქართველოში ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში და დღემდე ვერ ჩამოწერეთ?! მაშინ პირდაპირ გვითხარით, ეს არ არის იმხელა ფული, რომ ამით მთელი საქართველო იყიდოთ, ან რასაც ჩვენ ვერ დაგიბრუნებთ! ვალის ხარჯზე მთელ შეიარაღებასა და "ჯაველინებს" დაგიბრუნებთ, გნებავთ? ამის შემდეგ თქვენ ისევ ხომ არ იქნებით ჩვენი მენტორები - კურატორები - მეურვეები და საქართველო თანასწორ მეგობრობას გააგრძელებს ტრამპის ამერიკასთან, მოსულა?

       ქალბატონაშშ-ის ელჩო,

   გთხოვთ - ნუ აიძულებქართველებმოგეპყრან ისე, როგორც მთელ მსოფლიოში პყრობიან - ვიეტნამელები, ლიბიელები, სერბები და ყველა, ვინც კი დაამცირეთ! ჩვენ არ ვართ თეთრი მონები და არასდროს გავხდებით, დამიჯერეთ! მერე ძალიან გამიჭირდება ხალხვუხსნა, რომ, აქაოდა, არსებობს ორი ამერიკა - კარგი, ტრამპისა და ამერიკელი ხალხის, და ცუდი - ბაიდენისა და კოლონიალისტების, რომლებმამოახდინეს მონების პროვოცირება აშშ-მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2020 წლის 29 ივნისი