პუბლიკაციები
რუსეთს ამ ეტაპზე ამოცანის მინიმუმი უკვე შესრულებული აქვს, მაგრამ შეიარაღებული ძალები ბოლომდე მიიყვანენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას

 რუსეთის შეიარაღებული ძალები ბოლომდე მიიყვანენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას და კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. სამხედრო ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კიევის რეჟიმმა ან კაპიტულაცია გამოაცხადოს ან გაიქცეს და ძალაუფლება უფრო ადეკვატურმა ძალებმა გადაიბარონ.

რუსეთის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, მტრული რეჟიმის დემონტაჟი მეზობელ სახელმწიფოში, რომელიც 8 წლის მანძილზე აღვივებს რუსოფობიას, აფეტიშებს აქამდე დიდი ხნით ისტორიის სანაგვეზე მოსროლილ ფაშისტოიდ პერსონაჟებს და, რაც მთავარია, რუსეთი დაინტერესებულია, რომ შეწყდეს დონბასის – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების თითქმის განუწყვეტელი დაბომბვა უკრაინული საჯარისო შენაერთების მხრიდან. რუსეთს ამ ეტაპზე ამოცანის მინიმუმი უკვე შესრულებული აქვს – რუსულმა ჯარებმა მთლიანად დაიკავეს დონბასიდან ყირიმამდე, აზოვის ზღვის გაყოლებით, ტერიტორია. ესაა საპორტო ქალაქი ბერდიანსკი, ასევე მელიტოპოლი და ხერსონი. უკრაინული ნაციონალისტური ბატალიონებიდან მალე გაიწმინდება ყველაზე დიდი ქალაქი – მელიტოპოლი. ამრიგად, რუსეთს უკვე აქვს სახმელეთო მისასვლელი ყირიმთან, რაც აქამდე არ ჰქონდა.

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რუსები დგანან კახოვკაში, კახოვკის წყალსაცავთან და აკონტროლებენ ყირიმისკენ მიმავალ სარწყავ არხებს; უკრაინას ბოლო 8 წლის მანძილზე ეს არხები გადაკეტილი ჰქონდა, რის გამოც ყირიმის სოფლის მეურნეობა გაჩანაგების პირს იყო მისული. გარდა ამისა, რუსები აკონტროლებენ ქალაქ ენერგოდარს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს ყველაფერი, როგორც მოგახსენეთ, ქვეყნის სამხრეთშია. რუსეთი ამ თვალსაზრისით უკვე გამარჯვებულია, მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, არის სხვა ამოცანებიც, რომლებიც კიევში რეჟიმის შეცვლას უკავშირდება.

ე. წ. ცივილიზებული დასავლეთი უკრაინასაც ისევე აქეზებდა (და დღესაც აქეზებს!) რუსეთის წინააღდეგ, როგორც მიშპოცას საქართველოს აქეზებდა 2000-იან წლებში. აშშ-სა და გლობალისტურ ძალებს აწყობთ, მართლმადიდებელი სამყარო ომებით გაჩანაგდეს. ამიტომაც ისინი შეიარაღებებს აწვდიან კიევის რეჟიმს, რათა ომი, რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და უფრო დამანგრეველი იყოს. მათ ასევე სურთ, რუსეთის პროვოცირება უკრაინული ქალაქების მასობრივ დაბომბვაზე, რათა დიდი მსხვერპლი გამოიწვიონ მშიდობიან მოსახლეობაში – ამით რუსეთის იმიჯი მსოფლიოში კიდევ უფრო შეილახება. აშშ თითქმის არაფერს რისკავს, მაგრამ ევროპა საკმაოდ ცუდ დღეშია ჩავარდნილი – ისედაც გაძვირებულ ენერგორესურსებზე, რუსეთის მიმართ სანქციების გამო, უკვე უზომოდ არის ფასდები გაზრდილი როგორც საკუთრივ ენერგომატარებლებზე, ისე ბევრი დასახელების სამომხმარებლო პროდუქტზე, მათ შორის, ძვირდება კვების პროდუქტები. ევროპა დადგა ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღის წინაშე – აბსოლუტურად მოუმზადებელი ამისათვის.

2014 წელს ვამბობდი, რომ რუსეთს ის უნდა გაეკეთებინა მაშინ, რასაც ახლა აკეთებს – დაეკავებინა არა მხოლოდ ყირიმის ნახევარკუნძული, არამედ ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს დაიკავა სამხრეთ უკრაინასა და დონბასში. მაშინ ამისი გაკეთება თითქმის უსისხლოდ, ბევრად უფრო უმტკივნეულოდ შეიძლებოდა. დღეს ეს საკმაოდ დიდი სისხლის და უბედურების ფასად ჯდება. მინდა, რომ სწორად გამიგოთ – მე რუსულ დაპყრობით მადას კი არ ვაქეზებ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, არამედ რეალისტურად ვუყურებ მოვლენებს. ეს კონფლიქტი გარდაუვალი იყო სისხლიანი „მაიდნის“ შემდეგ, როდესაც დასავლეთმა და უკრაინის რადიკალმა ნაციონალისტებმა მიღწეული შეთანხმება დაარღვიეს, პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაამხეს და ამ გადატრიალებას აშკარა ანტირუსული ხასიათი მისცეს. უკმაყოფილო პუტინმა მაშინ კიევი ყირიმის ჩამორთმევითა და დონბასში აჯანყებულთა დახმარებით დასაჯა, მაგრამ ამით სტაბილობას ვერ მიაღწია. უკრაინამ ჯერ ხელი მოაწერა მინსკის შეთანხმებებს, მაგრამ შემდეგ, როცა სული მოითქვა, დიდი შეიარაღებების შეძენა დაიწყო დასავლეთში, მოაწყო მძლავრი გამაგრებული სამხედრო ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით, დონბასის მიმდებარე ტერიტორიებზე) და რუსეთს გაურთულა სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობები. ეს ყველაფერი ცუდია საქართველოსთვისაც. უკრაინის რეჟიმი, მოგეხსენებათ, არამეგობრულია ჩვენი ხელისუფლების მიმართ და გარდა დამამცირებელი ჟესტებისა, ჩვენი ხელისუფლების და, შესაბამისად, ქვეყნის წინააღმდეგ, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. სააკაშვილისა და მისი ბანდის მხარდაჭერას სხვაგვარად ვერ შევაფასებ.

„დიდ თამაშში“ უკრაინის ბედი არავის აინტერესებს, მათ შორის, თავად კიევის დღევანდელ ხელისუფლებას. მათ ერთად გაწირეს ქვეყანა, ხალხი. წარმოიდგინეთ, რუსების მიმართ ააგორეს შავი პიარი – რუსული ჯარი საომრად წვევამდელებს აგზავნისო, ამ დროს კი თავად 18 წლის ყმაწვილებსა და 60 წლის ხანშიშესულ ადამიანებს აიძულებენ, იომონ, 18-60 წლის ასაკობრივი დიაპაზონის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. ეს არ არის სამშობლოსთვის თავდადება, ეს არის სიგიჟე და უნამუსობა, რადგან რუსეთის გამოწვევა კიევის რეჟიმმა მოახდინა ნატოს თემის ახირებული მუსირებით, რასაც ემატებოდა დონბასის დაბომბვა (როგორც ზემოთ მოგახსენეთ). რომ არა ნატო და უკრაინაში ამერიკული სამხედრო ტექნიკის განთავსების პერსპექტივა, რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რუსეთი ალბათ ასეთ რადიკალურ ზომებს არ მიმართავდა.

ხსნა ჩვენთვის, ქართველებისთვის, იქნება კიევის რეჟიმის შეცვლა – მაშინ აქ ბევრი მიწყნარდება და გადამალავს უკრაინის დროშებს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთს ისევ უღალატონ თავად რუსებმა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა და რასაც წინ აღუდგა ჩვენი გენიალური თანამემამულე იოსებ სტალინი, თორემ ჩვენ რუსეთზე და უკრაინაზე უარესი დღე დაგვადგება!

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკვე აღარ მომწონს (ღარიბაშვილის განცხადებას მივესალმე), რადგან მარტო სანქციებზე არმიერთების გამოცხადება არაფერს ნიშნავს; ნაციონალებმა და სხვა ნაძირლებმა ნამეტანი „აიშვეს“. ორჭოფული პოზიცია აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ხალხს ისევე ძალად შეტენა „ოცნებამ“, როგორც თავის დროზე, უვარგისი მარგველაშვილი. თქვენ ასევე იცით აშშ ელჩის არანაკლებ ბუნდოვანი პოზიცია, რომლის მიღმა რაღაც უსიამოვნო ქვეტექსტები იკითხება. ამიტომ, მივიჩნევ, რომ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უნდა გამკაცრდეს. მე მოვუწოდე ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, რომ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეიტანოს. ხალხი გვერდში დავუდგებით – ისეთებიც, ვისაც მაინცდამაინც არ მოგვწონს „ოცნება“. უნდა აიკრძალოს „მიტინგობანა“ და უკრაინის „დროშობანა“, ჩვენი ქვეყანა უნდა დაწყნარდეს, ფხიზლად ვიყოთ და დაველოდოთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას.

გულბაათ რცხილაძე

წყარო: news-front.info