რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. „უკრაინელებმა გაანადგურეს მთელი უკრაინა, რათა გაეგოთ - უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში არ მიიღებენ! უკრაინა და საქართველო, რუსეთის გარდა, არავის სჭირდება! უკრაინაში ომის დამთავრებამდე საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა“, - განგვიცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა იმ შეკითხვების საპასუხოდ, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ უბრალო მოქალაქეები.

-ვინ გაიმარჯვებს უკრაინაში?

-გაიმარჯვებს უკრაინა, რომელიც შევა მოკავშირე სახელმწიფოს შემადგენლობაში რუსეთსა და ბელარუსთან, ასევე ევრაზიულ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შემადგენლობაში. ხოლო როცა გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს რუსეთიც, როგორც ფრუნზიკა ამბობს „მიმინოში“, „когда ему будет приятно, то и мне будет приятно...“, მოკლედ, გაიმარჯვებს მეგობრობა, ხალხთაშორის მეგობრობა.

-ამდენ ხანს რატომ ვერ იღებს უკრაინას რუსეთის არმია, რომელთან ომის აშშ-სა და ნატოს ეშინიათ? როდის დამთავრდება ომი?

-ომი დამთავრდება გამარჯვების დღისთვის, 9 მაისს. რუსეთის არმიას შეეძლო ოპერაციის ერთ კვირაში დასრულება, თუ უკრაინას თავისი, მსოფლიოში საუკეთესო რაკეტებით დაბომბავდა, შემდეგ კი იქ ელიტურ სპეცქვედანაყოფებს შეიყვანდა, მაგრამ პუტინს ესმის, რაც ნაკლებს დაანგრევს დღეს, მითნაკლების აღდგენა მოუწევს ხვალ, ეს ყველაფერი კი მაყუთია. ანდა რისთვის გაანადგუროს სიმდიდრე, რომელიც ხვალ საერთო იქნება?! კიდევ, რუსეთს სურს არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ უკრაინელების გულის დაბრუნებაც, რომლებმაც ხვალ თავად უნდა აშენონ ახალი უკრაინა - ნაცისტებისა და ბანდერელების გარეშე, რომლებსაც მოიკვეთენ, როგორც გერმანელებმა ფაშისტები მოიკვეთეს. ამიტომ რუსეთმა არ გაასწორა უკრაინა მიწასთან, რათა არ დაეთესა უკრაინელების გულში რუსებისადმი საშვილიშვილო სიძულვილი.

-თუ უკრაინა ნეიტრალიტეტზე დათანხმდება, რუსეთი გაჩერდება?

-უკრაინის დემილიტარიზაცია მისი დენაციფიკაციის გარეშე ღალატი და შეურაცხყოფა იქნება ამ ომში დაღუპულების სხოვნის მიმართ. უკრაინა კონსტიტუციით ნეიტრალური ქვეყანა იყო 1991-დან 2021 წლამდე, თუმცა სინამდვილეში ამ 30 წლის განმავლობაში იგი ნეონაციზმის, უკრნაციზმის ბუდედ იქცა. ნატოში შესვლაზე უკრაინას ისედაც უარი უთხრეს, ამიტომაც ეს სულაც არ იქნება კიევის მხრიდან რუსეთისთვის დათმობა! სანამ ზელენსკიმ მთელი უკრაინა არ გაანადგურა, მანამდე ვერ მიხვდა, რომ ნატოში უკრაინას არ მიიღებენ, ისევე, როგორც არ მიიღებენ ევროკავშირში! საქართველოში უკეთესი ვითარება როდია - სააკაშვილმა საქართველოს 20 პროცენტი დაკარგა, მაგრამ სანამ ქართველი ნაცისტები რუსეთის არმიას რუსთაველზე არ იხილავენ, სანამ რუსეთის ავიაცია კვლავაც არ დაბომბავს 31-ე ავიაქარხანას, აეროპორტებს, ვაზიანს, ელიას, აგრეთვე აშშ-ისა და ნატოს ცენტრებს, ლუგარის ლაბორატორიას, ფოთსა და ბათუმს, ვერ დარწმუნდებიან, რომ საქართველო არ სჭირდება არც ნატოსა და არც ევროკავშირს, სადაც მას არასოდეს მიიღებენ! უკრაინა და საქართველო დასავლეთს სჭირდება როგორც ტერიტორია - პლაცდარმი რუსეთთან ომისათვის, ხოლო, როგორც სახელმწიფოები, თანაც - მდიდარი, უკრაინა და საქართველო მხოლოდ რუსეთს სჭირდება. „ძმაო ძმითა ხარ ძლიერი“, რუსეთი დაიღალა „სამადლოდ სარჩენთათვის“ მაყუთის გაგზავნით, როგორც ეს გასულ კვირას რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს განუცხადა.

   ვიმეორებ - „ქართული ვარიანტი“ უკრაინაში ღალატი იქნება, ანუ უკრაინა გამოაცხადებს „ნეიტრალიტეტს“ - ოფიციალურად უარს იტყვის ნატოში შესვლაზე, სადაც მას ისედაც არ იღებენ, რუსეთი კი უკან დაიხევს და დონბასს გაიყოლებს, ხოლო კიევი არ აღიარებს ყირიმს, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ნაციზმი უკრაინაში ასეთი სცენარისას მანამ იბჟუტებს, სანამ დასავლეთი მორიგ „ფას!“-ს არ დაიძახებს, მანამდე სწრაფად აღადგენს არმიას, რომელიც ბოლომდე არ განადგურებულა. „მაყუთი“ დასავლეთიდან მდინარესავით წამოვა, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ხოლო ღარიბები საბოლოოდ გაღატაკდებიან. ხოლო ზელენსკის უკრაინის, და შესაძლოა, საქართველოს, ეროვნულ გმირადაც გამოაცხადებენ, როგორც სააკაშვილმა თავის კოლეგას პ(რეზიდენტ) ზურაბიშვილს ურჩია.

-როგორ უნდა მოიქცეს დღეს საქართველო?

- დაუყოვნებლივ გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რომლის დროსაც წყდება პოლიტიკური პარტიებისა და მტრული მედიის საქმიანობა. მხოლოდ ასე შეიძლება ქართველი ნაცისტების გაჩერება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, რომლებიც რუსეთთან ომისკენ გვიბიძგებენ; მხოლოდ ასე შეიძლება ყველა ქართული ტელეარხისთვის - ძირგამომთხრელ ნაცისტური პროპაგანდისა და ომის აგიტაციისთვის, ეთერის გათიშვა; მხოლოდ ასე შეიძლება ქართველი დაქირავებული მებრძოლების გაჩერება, რომლებიც მალე მასობრივად უკრაინიდან უკან, საქართველოში გამოიქცევიან! „მოქალაქეობის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, კერძოდ - 21-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე მსახურობს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში, უშიშროების სამსახურში“ - ქართველმა დაქირავებულმა მებრძოლებმა დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და დაკავებული უნდა იქნენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას. ხოლო დივერსანტებს, ეწოდებათ მათ პოლიტიკოსები, გენერლები თუ ჟურნალისტები, უნდა მოექცეთ საომარი მდგომარეობის კანონებით!

   რუსეთმა უკრაინაში 8 წლით დააგვიანა - საჭირო იყო „ბომბის“ გაუვნებელყოფა მის აფეთქებამდე, ამიტომ რუსეთი არ დაელოდება საქართველოში „ბომბის“ მეორედ აფეთქებას. როგორც საქართველოს პატრიოტი ახლა მეტს ვერაფერს გამცნობთ. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ დღეს რუსეთი ომობს არა უკრაინასთან, არამედ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებთან - აშშ-სთან და ევროპასთან, რომლებიც ერთი ხელით აშთობენ რუსეთს სანქციებით, ხოლო მეორე ხელით კიევის ხელისუფლებას ეხმარებიან მილიარდებით, თანამედროვე შეიარაღებითა და სურსათ-სანოვაგით.