პოლიტიკა
შვეიცარიის პრეზიდენტ მიშელინ კალმი-რეის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას სწორედ შვეიცარია ასრულებს. მიხეილ სააკაშვილსა და მიშელინ კალმი-რეის პირისპირ შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ისეთ საკითხებს დაეთმო, რომლებიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება.